თუ წამალი დაგჭირდათ და რეცეპტი არ გაქვთ

თუ წამალი დაგჭირდათ და რეცეპტი არ გაქვთ

რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებამ საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია. აქამდე საქართველოში თითქმის ყოველგვარი მედიკამენტის ურეცეპტოდ შეძენა შეიძლებოდა . 2014 წლის პირველი სექტემბრიდან მედიკამენტების შესაძენად ექიმთან ვიზიტი მოგიწევთ. როგორ უნდა მოიქცეთ პირველ ეტაპზე, თუ რეცეპტი არ გაქვთ და შეგაწუხათ ტკივილმა, ყაბზობამ, ღებინებამ თუ გაციებამ.

ხველის საწინააღმდეგო საშუალებები

ხველის საწინააღმდეგო საშუალებები ორ ჯგუფად იყოფა - ხველის დამთრგუნველ საშუალებებად და ამოსახველებელ საშუალებებად. გავრცელებული ხველის დამთრგუნველი საშუალებაა დექსტრომეტორფანი, ხოლო ამოსახველებელი - გუაიფენეზინი.

როგორ მოქმედებს

ხველის დამთრგუნველი საშუალებები ხველის რეფლექსს თრგუნავს, ხოლო ამოსახველებელი ნახველს ათხელებს და სასუნთქი გზებიდან მის ამოღებას აადვილებს. არსებობს კომბინირებული პრეპარატებიც, რომლებიც ორივე კომპონენტს შეიცავს.

საჭიროა თუ არა ხველის მკურნალობა

ხველის მკურნალობა ყოველთვის არ არის საჭირო. გაციების თანმხლები ხველა უმეტესად თავისთავად გაივლის. ზოგჯერ კი ხველის საწინააღმდეგო საშუალებები მართლაც აუცილებელია - მაგალითად, მაშინ, როცა ხველა ავადმყოფს ხშირად აღვიძებს ან დღისით მეტისმეტად აწუხებს. ხველის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული, მაგალითად, მაშინ, როცა ხველით ხდება სასუნთქი გზების ნახველისგან გათავისუფლება. ამის მაგალითია ხველა თამბაქოს წევის, ემფიზემის, ფილტვების ანთების, ასთმის ან ქრონიკული ბრონქიტის დროს.

გვერდითი ეფექტები

ჯანმრთელი ადამიანები ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებს კარგად იტანენ. იშვიათად მოსალოდნელია ძილიანობა, თავბრუ.

როდის მივიდეთ ექიმთან

ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ ხველასთან ერთად აღინიშნება ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი სიმპტომი:

• ცხელება;

• ქოშინი;

• ხველის გახანგრძლივება რამდენიმე კვირაზე მეტად;

• ხიხინი ხველისას ან სუნთქვისას.

სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებები

ჩვეულებრივ, ამ პრეპარატებს იყენებენ გულძმარვის შემაწუხებელი შეგრძნებისას. ამერიკელებისთვის ექიმის დანიშნულების გარეშე ნებადართულია სამი ჯგუფის პრეპარატების მიღება:

• ანტაციდები - ანეიტრალებს კუჭის მჟავა წვენს. მათი ეფექტი სწრაფი, მაგრამ ხანმოკლეა.

• H2 ბლოკერები - ამცირებს კუჭის მჟავა წვენის გამოყოფას. მართალია, ეს საშუალებები სიმპტომებს მაშინვე არ ხსნის, მაგრამ უფრო ხანგრძლივად მოქმედებს, ვიდრე ანტაციდები. მოქმედება მიღებიდან 1 საათის ფარგლებში იწყება. H2 ბლოკერებიდან ურეცეპტოდ იყიდება რანიტიდინი და ფამოტიდინი.

გაგრძელება წაიკითხეთ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია