სად მუშაობენ და რა ქონებას ფლობენ სახელმწიფო მოხელეთა ცოლები

სად მუშაობენ და რა ქონებას ფლობენ სახელმწიფო მოხელეთა ცოლები

მაღალჩინოსნების მეორე ნახევრები ისეთივე ყურადღების ცენტრში ექცევიან, როგორც თავად მათი მეუღლეები. ambebi.ge ხელისუფლების წარმომადგენლების ცოლების საქმიანობით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი არ არის დასაქმებული და მხოლოდ ბავშვების აღზრდით არიან დაკავებულები.

მაკა ჩიჩუა

პრეზიდენტის საყვარელი ქალი მაკა ჩიჩუა პროფესიით ვიზაჟისტი და მხატვარია. მაკა ჩიჩუამ ერთ დროს სიმღერაც სცადა, მსახიობობაც მოსინჯა, მაგრამ ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ ტელევიზიაში მუშაობის შედეგად აქვს. ვიზაჟისტად მუშაობა პირველად 15 წლის წინ მაკა შავერდაშვილმა დააწყებინა, მუშაობდა "პიკ ტივიზე", "მეცხრე არხზე" ახლა კი როგორც ამბობენ, "ტვ3"-ის მხატვრულ გაფორმებაზე მუშაობს.

ანუკა არეშიძე

კახი კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძე წარმატებული დიზაინერია. ანუკი სამოდელო სახლის "ანოუკის" ხელმძღვანელია. ის ერთ-ერთ ძვირადღირებულ დიზაინერად ითვლება საქართველოში და წარმატებით სარგებლობს უკრაინაშიც. როგორც ენერგეტიკის მინისტრის და ყოფილი ფეხბურთელის, კახი კალაძის დეკლარაციიდან ირკვევა, ანუკი არეშიძე შპს "ანოუკის" პარტნიორად ითვლება და ანგარიშზე 50 000 ლარი უდევს.

ნათია ფანჯიკიძე

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ფსიქოლოგია. ის ა.ი.ი.პ "კამარას" დამაარსებელია, სადაც ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა რეაბილიტაცია ხდება, წარსულში წამალდამოკიდებული პირები სხვადასხვა ნივთებს ამზადებენ. ნათია "კამარას" დირექტორი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელია. "კამარა" ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ცენტრს ხშირად აქვს ფინანსური პრობლემები, არის შემთხვევები, როცა ცენტრს სამუშაო მასალების ან ქირის ფულიც არ აქვს და მინისტრის მეუღლეს ქირის დაფარვაც კი საკუთარი ხელფასიდან უწევს. ნათია ფანჯიკიძე "კამარას" პარალელურად ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრში "მენტალვიტა" ფსიქოლოგის პოზიციაზე მუშაობს.

ნინო სოლოღაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის მეუღლე ნინო სოლოღაშვილი ინგლისური ენის სპეციალისტია. როგორც პარლამენტარის დეკლარაციაშია მითითებული, ნინო სოლოღაშვილი შპს "თემი გრუპის" პარტნიორია, თუმცა გასულ წელს ამ საქმინობიდან შემოსავალი არ მიუღია.

მარიამ ცქიტიშვილი

2013 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის მეუღლის, მარიამ ცქიტიშვილის შემოდავალმა 16800 ლარი შეადგინა. ის კომპანია "სილქნეტში" მუშაობს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, ტრენინგ-ცენტრის კოორდინატორიის თანამდებობას იკავებდა.

ეკა კვიტაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის მეუღლე სახელმწიფო სამსახურშია. ის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამმართველოს უფროსია. ეკა კვიტაშვილის შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე, გასულ წელს 24276 ლარი შეადგინა.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია