მეორე უცხო ენის სწავლება სავალდებულო მე-5 კლასიდან გახდა

მეორე უცხო ენის სწავლება სავალდებულო მე-5 კლასიდან გახდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უკვე დასრულდა ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტის რევიზია, შესაბამისად, დაწყებითი საფეხურებისთვის ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნება.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ცვლილება არის ის, რომ მეორე უცხო ენის სწავლება, რომელიც სკოლის მიერ არის არჩეული სავალდებულო გახდა მე-5 კლასიდან, ნაცვლად მე-7 კლასისა.

გარდა ამისა, განისაზღვრა სადამრიგებლო საათის თემატიკა დაწყებით კლასებში და ის ორიენტირებული გახდა წიგნიერების დონის ამაღლებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე. საბაზო საფეხურზე სადამრიგებლო საათი კი კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის უნარების განვითარებას დაეთმობა.

ლია გიგაურის ინფორმაციით, სექტემბრიდან საშუალო საფეხურზე მეწარმეობის კურსის პილოტირება დაიწყება 100 საჯარო სკოლაში.

გარდა ამისა, განისაზღვრა დამრიგებლის მშობელთან ურთიერთობის სავალდებულო ფორმატი და შინაარსი, ასევე ამოქმედდება მშობლების განათლების პროგრამა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, უკვე სრულდება 400-მდე სკოლის სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება 2 ახალი სკოლის მშენებლობა, წლის ბოლომდე კი 6 ახალი სკოლა შევა ექსპლუატაციაში. წელს კი 8 ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება.

სასკოლო ავტობუსები მოემსახურება 1000-ზე მეტ სკოლას, საერთო ჯამში კი ტრანსპორტის მომსახურებით 53 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.

გარდა ამისა, სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში სამედიცინო კაბინეტი ამოქმედდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია