"გიორგი აბაშიძე დაქორწინებას აპირებს" - რა გეგმები აქვს და სად ისვენებს პატიმრობის შემდეგ ბათუმის ყოფილი მერი

"გიორგი აბაშიძე დაქორწინებას აპირებს" - რა გეგმები აქვს და სად ისვენებს პატიმრობის შემდეგ ბათუმის ყოფილი მერი

მას შემდეგ, რაც ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძე საქართველოში დაბრუნდა, სულ რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა მის შესახებ უკვე არაერთი სტატია დაიწერა. თავდაპირველად მედიისა და სამართალდამცავების ყურადღება მან კანონის დარღვევის გამო მიიპყრო, როდესაც მცირე რაოდენობით ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი მედიასაშუალებებში აბაშიძის საქართველოში დაბრუნების კიდევ ერთ მოტივზე, შეყვარებულის ფაქტორზე დაიწერა. გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მას საქართველოში ერთ-ერთ პოპულარულ მოდელთან, ეკო ფანგანთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა.

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ Ambebi.ge-ს გიორგი აბაშიძის ახლო მეგობარი დაუკავშირდა, რომელმაც კატეგორიულად უარყო ხმები, თითქოს აბაშიძეს ცნობილ მოდელთან აქვს ურთიერთობა და გიორგის პირადი ცხოვრების შესახებ სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა.

"გიორგი აბაშიძისა და ეკო ფანგანის რომანის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, გიორგის მოსკოველი საცოლე ჰყავს", – ასე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას აბაშიძის ახლო მეგობარი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

Ambebi.ge-ს გიორგი აბაშიძის მეგობარმა უამბო, რომ უკვე 5 წელია გიორგი რუს გოგოზეა შეყვარებული. ის მხატვარია და წყვილი მალე დაქორწინებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ასლან აბაშიძის შვილი და ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა. ის ახლა სასტუმრო "შერატონში" ისვენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აბაშიძის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ განუცხადა.

როგორც რამინ პაპიძემ აღნიშნა, მისთვის უცნობია, გიორგი აბაშიძემ გადაიხადა თუ არა ჯარიმა, რომელიც მას შეუფარდეს. ადვოკატი ამბობს, რომ გათავისუფლების პირობად ჯარიმის გადახდა აუცილებელი არ არის.

გიორგი აბაშიძე სამართალდამცველებმა წუხელ დააკავეს. აბაშიძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი აბაშიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ანასტასია ჩიღუნაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია