კერძო სკოლა თუ საჯარო - რა უპირატესობები აქვს თითოეულს

კერძო სკოლა თუ საჯარო - რა უპირატესობები აქვს თითოეულს

როგორც კი ოჯახში ბავშვის სწავლა-განათლების საკითხი დადგება, პირველ რიგში "კარგი" სკოლის ძებნა-გაკითხვას ვიწყებთ. როგორც წესი, ამ დროს აქტუალურია კითხვა - კერძო სკოლა ჯობია თუ კარგი საჯარო?

ონლაინ-რეგისტრაციით რომელიმე პრესტიჟულ სკოლაში მოხვედრა ლამის სასწაულის ტოლფასია. ხოლო თუ მატერიალური მხარე ხელს გიწყობთ, თამამად შეგიძლიათ, არჩევანი კერძო სკოლაზეც შეაჩეროთ. ბოლო დროს ბევრი მშობელი სწორედ ასე იქცევა და რომ არა მატერიალური ბარიერი, კერძო სკოლას ბევრად მეტი მოსწავლე ეყოლებოდა.

mshoblebi.ge-მ სკოლების თემაზე 300-მდე მშობელი გამოკითხა. კითხვაზე "არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, კერძო სკოლას აირჩევდით თუ საჯაროს", მშობლების 71%-მა პასუხი კერძო სკოლების სასარგებლოდ გასცა. ასეთი არჩევანის მიზეზად არაერთი ფაქტორი შეიძლება დასახელდეს, თუმცა მთავარი მაინც საჯარო სკოლების შელახული სახელია.

რომელ სკოლას აირჩევთ თავად, თქვენი გადასაწყვეტია. არც ჩვენ ვაპრებთ, რომელიმეს გავუწიოთ აგიტაცია-პროპაგანდა. მხოლოდ ვეცდებით ახლოდან დაგანახოთ ორივე ტიპის სკოლის ღირსება თუ ნაკლოვანებები, რომ არჩევანის გაკეთება უფრო გაგიადვილდეთ.

სტატისტიკა

დღეს საქართველოში სამასამდე კერძო სკოლაა, სადაც დაახლოებით, 50 000 ბავშვი იღებს განათლებას. სწავლების საფასური წელიწადში 1000 ლარიდან იწყება და ზოგჯერ 20 000 დოლარსაც აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში სწავლაც უფასოა, და ახლა უკვე - სახელმძღვანელოებიც, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს.

შედეგები

ყველა საერთაშორისო კვლევა (TIMSS, PIRLS, TEDS და PISA) ადასტურებს, რომ კერძო სკოლების მოსწავლეებს უკეთესი აკადემიური მიღწევები აქვთ.

ნათია ანდღულაძე, ექსპერტი განათლების საკითხებში:

- საერთაშორისო კვლევების შედეგებით, საქართვლოში კერძო სკოლები აშკარად ლიდერობენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კერძო სკოლები ყველა მაჩვენებლით უკეთესია. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გააკონტროლო მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. ცხადია, რომ კერძო სკოლებში ბავშვები დაწინაურებული სოციალური კლასიდან მიდიან. მათ გარკვეული ფორა აქვთ - შინ უფრო მეტი წიგნი აქვთ, მშობლები მეტად ეხმარებიან. სახელმძღვანელოების ყიდვის საშუალებაც ყოველთვის აქვთ. სახელმწიფო სკოლაში კი მშობლებს ხშირად არ ჰქონდათ წიგნების სრულად ყიდვის თანხა. დღეს ეს პრობლემა გადაჭრილია. შესაბამისად, ველით სწავლის დონის გაუმჯობესებას.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლების კომპეტენციასაც. მაგალითად, ვიცი სკოლა, სადაც დაწყებით კალსებში ბავშვებს წიგნებით საერთოდ არ ასწავლიან, რადგან მასწავლებელი თავად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს. საჯარო სკოლებში კი წლების განმავლობაში მასწავლებლები მხოლოდ სახელმძღვანელოებს ეყრდნობოდნენ და მოწავლეებს რაიმე ახალს, განსხვავებულსა და საინტერესოს არ სთავაზობდნენ. როცა მასწავლებლების შესაძლებლობები თანაბარია, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც რესურსების წვდომა და განსხვავებული მზაობის მქონე მოსწავლეებთან საქმის დაჭერაა. ი მზაობის მქონე მოსწავლეებთან საქმის დაჭერაა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია