ბავშვთა რაციონი სასწავლო პროცესის დაწყების წინ

ბავშვთა რაციონი სასწავლო პროცესის დაწყების წინ

ბავშვები ზაფხულში ხილსა და ბოსტნეულზე მეტად ტკბილეულს, ნაყინსა და გაზიან სასმელებს ეტანებიან, რაც არათუ ბავშვებისთვის, უფროსებისთვისაც მავნებელია. არადა, სასწავლო პროცესის დაწყების წინ აუცილებელია ბავშვის სწორი რაციონის შერჩევა, რომ ორგანიზმი ადვილად გაუმკლავდეს გონებრივ დატვირთვას და ბავშვთა დაავადებებს.

ბავშვი რომ ძლიერი გაიზარდოს:

კალორიული და ცილებით მდიდარი საკვების გარდა, ბავშვი რომ დიდი და ძლიერი გაიზარდოს, აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინები - განსაკუთრებით B, B2 და B12, რომლებიც უხვად მოიპოვება წითელ ხორცში, ღვიძლში, კვერცხში, რძის პროდუქტებში, პურსა და მწვანე ბოსტნეულში.

ზედმეტი არ იქნება B6 ვიტამინიც. მართალია, ის ხელს არ უწყობს ქსოვილის ზრდის პროცესს, სამაგიეროდ აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეთვისებასა და გადამუშავებას. B6 ვიტამინით მდიდარია ღვიძლი და გული, ნესვი, კომბოსტო, რძე, კვერცხი, საქონლის ხორცი.

გაითვალისწინეთ: B ჯგუფის ყველა ვიტამინი ადვილად იხსნება წყალში, ასევე ადვილად შეიწოვება და გამოიდევნება ორგანიზმიდან. ამიტომ მათი მარაგი ყოველდღიურად უნდა შეივსოს, რისთვისაც ზემოჩამოთვლილი პროდუქტებიდან რომელიმე აუცილებლად ყოველდღიურად უნდა იყოს რაციონში.

სხვა ვითარებაა A ვიტამინთან დაკავშირებით. ის მნიშვნელოვანია ძვლების, თმისა და კბილების ფორმირებისა და ზრდისთვის. ორგანიზმს შეუძლია მისი "მომარაგება", ამიტომ

აუცილებელი არ არის A ვიტამინის მარაგის ყოველდღიურად შევსება. A ვიტამინს შეიცავს თევზის ქონი, ღვიძლი, კვერცხი, ყვითელი ხილი და ბოსტნეული.

არ დაგავიწყდეთ კალციუმი! მის გარეშე ბავშვს მყარი და ჯანმრთელი ძვლოვანი სისტემა არ ჩამოუყალიბდება, მოზარდობის ასაკში კი შეიძლება სახსრებისა და კიდურების ქრონიკული დაავადებები განუვითარდეს.

კალციუმს შეიცავს რძის პროდუქტები, თევზი, თხილეული და მწვანე ბოსტნეული. კალციუმი კარგად შეითვისება D ვიტამინის საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში. D ვიტამინს კი ორგანიზმი მზის ზემოქმედებით გამოიმუშავებს. თავის მხრივ, კალციუმის მტერი ცხიმიანი საკვებია. ამიტომ შეეცადეთ, ბავშვებს ჯანსაღი საკვები შეურჩიოთ და რაც შეიძლება ხშირად გაასეირნოთ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია