ნუდისტი ქმარი და ქალი, რომელიც ამნეზიის შემდეგ სექტას დაუბრუნდა

ნუდისტი ქმარი და ქალი, რომელიც ამნეზიის შემდეგ სექტას დაუბრუნდა

როგორც ამბობენ, ათი ადამიანის ცხოვრებას უფრო ადვილად შეცვლი, ვიდრე შენს თავში ჩაბუდებულ, თუნდაც ერთ "მავნე ტრადიციას". ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა წარსულისგან თავის დაღწევას უამრავი დრო და ენერგია შეალია, მაგრამ ამაოდ.

ქეთი 32 წლის:

- თქვენთან საუბარს ძირითადად ბავშვობის პერიოდიდან იწყებენ, მე 24 წლამდე როგორ ვიცხოვრე, არაფერი მახსოვს. მძიმე ავარიაში მოვყევი და როგორც ბრაზილიურ სერიალებშია, ამნეზია დამემართა. ორი კვირა უგონოდ ვიყავი, როცა პირველად თვალები გავახილე, ექიმების გაოცებულ სახეს წავაწყდი. ალბათ ფიქრობდნენ: - მორგში გადასაყვანად ვამზადებდით, ეს კი გაცოცხლდაო. რამდენიმე წუთში ჩემს ახლობლებს ყიჟინით დაურეკეს. კისკისით, ცრემლისღვრით შემოცვივდნენ ადამიანები ჩემს პალატაში. ისეთი ბედნიერი სახეები ჰქონდათ, მივხვდი, მეც ღიმილითვე უნდა მეპასუხა, თუმცა სახეზე ვერავინ ვიცანი. როგორ ხარ? ეს დღეები რას გრძნობდი? ნატა გათხოვდა, ნიკამ ხელი მოიტეხა, აქეთ-იქიდან ინფორმაცია წვიმის წყალივით მოდიოდა, მე კი ისევ გაკვირვებული, თავშეკავებულად ვიღიმებოდი. ბოლოს საწოლიდან წამოვიწიე, ექიმს მივაჩერდი და ვკითხე: - ეს ხალხი ვინ არის? იმ დღეს ხელახლა არ დავბადებულვარ, მაგრამ გავარკვიე, რომ ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. არ ვიცოდი რა მერქვა, სად ვცხოვრობდი, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები და იმ ქალაქის სახელიც კი აღარ მახსოვდა, სადაც გავიზარდე და 24 წელიწადი ვცხოვრობდი. თვალწინ მხოლოდ შუახნის ქალის სახე მედგა, რომელიც როგორც მოგვიანებით გავარკვიე დედაჩემი იყო, მაგრამ ის იქამდე გარდაიცვალა, სანამ მე ავარიაში მოვყვებოდი.

- ალბათ ცხოვრების ხელახლა დაწყება სადღაც საინტერესოცაა, არა?

- გააჩნია ვისთვის როგორ, არ მგონია 24 წლის ასაკამდე იმდენი შეცდომების დაშვება მომესწრო, რომ ცხოვრების თავიდან დაწყება მნდომებოდა. ერთადერთი რაც დავაშავე ალბათ, ქმრის კანდიდატურა არასწორად შევარჩიე, ის კი ამნეზიის შემდეგაც გვერდიდან არ მომშორებია. მკითხველი რომ არ დავაბნიო, უფრო გარკვევით გეტყვით. საავადმყოფოში ყოფნის პერიოდშივე გავარკვიე, რომ გათხოვილი ვიყავი და მამისა და დედინაცვლის "კეთილი რჩევის" საფუძველზე, სამკურნალო დაწესებულებიდან პირდაპირ მის ბინაში წავედი.

- ვინ იყო თქვენი მეუღლე.

- დათო ჰქვია, პროფესიით პროგრამისტია. დღე და ღამე კომპიუტერთან იჯდა, მაგრამ გააჩნია როგორ! დედისშობილა, წარმოგიდგენიათ, საავადმყოფოდან მივედი თუ არა, ტანსაცმელი გაიძრო და წინ წამომეჭიმა. აბა, თავისუფლება დაიბრუნე, მეცა მეც და თხელი ზაფხულის კაბა ლამის ტანზე შემომახია. ვიფიქრე, ქმრად სექსუალური მანიაკი მყოლია-მეთქი, მაგრამ შევცდი. გამაშიშვლა თუ არა, შემომხედა, - ისევ ისეთი მშვენიერი ხარ, გაიღიმა და კომპიუტერის მაგიდამდე მიტანტალდა. დაჯდა და მეორე დილამდე აღარც ამდგარა.

- დათო სადმე მუშაობდა?

- კი, მაგრამ ოფისში არასოდეს მიდიოდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. მიზეზი მარტივი იყო, ტანსაცმელი სძულდა. თუ არ ვცდები, ამერიკული ფილმია "ჩიტი", ახალგაზრდა მამაკაცი ჩიტად გადაქცევას ცდილობს. დედიშობილა სულ ფანჯრის წინ არის ჩაცუცქული და ცას გაჰყურებს. დათოს გაფრენა არ უნდოდა (თუმცა მეტად როგორღა უნდა გაეფრინა), მაგრამ ისიც, როცა სამუშაოს დაამთავრებდა და ვიდეოთვალით თავის ქართველ და უცხოელ ნუდისტებთან საუბარს დაამთავრებდა, იჯდა ფანჯრის წინ და ცაში იყურებოდა. შეეძლო ასე გაუნძრევლად სამი-ოთხი საათი ყოფილიყო.

- საკუთარ თავს მსგავს სურვილებს ვერ ამჩნევდით?

- არანაირად, დათოს ყურებით ლამის ჭკუიდან შევშლილიყავი. გადავწყვიტე, ის ადამიანები მომენახულებინა, რომლებთანაც ავარიამდე მქონდა ურთიერთობა და მათგან მაინც გამეგო, რატომ შევაჩერე ამ კაცზე არჩევანი. მამაჩემის დახმარებით ჩემი ძველი მეგობრები მოვძებნე და თურმე ნუ იტყვით, ჯობდა შინიდან ფეხი არ გამედგა. იმ გოგონამ, რომელიც მამას თქმით, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, საბურთალოზე მიმიპატიჟა. ძლივს მივაგენი იმ სახლს, სადაც თურმე თითქმის ნახევარი ცხოვრება მქონდა გატარებული. როცა მასპინძელმა კარი გამიღო, "ძველი მეგობრები" ოვაციებით შემხვდნენ, მეფერებოდნენ, გადარჩენას მილოცავდნენ. ჭაღარა მამაკაცები, ახალგაზრდები, ყველანი ერთმანეთს ჰგავდნენ, შიშვლები და ბედნიერები. როგორც გავარკვიე, ეს რაღაც უჩვეულო ორგანიზაცია იყო, სადაც კვირაში ოთხჯერ იკრიბებოდნენ და მრგვალი მაგიდის გარშემო სჯა-ბაასობდნენ.

- რაზე მსჯელობდნენ, გლობალიზაციასა და პოლიტიკაზე?

- ადამიანის ცხოვრების არსი, პოლიტიკა, რელიგიური საკითხები ყველაზე აქტუალურად განიხილებოდა. ეს ადამიანები დარწმუნებული იყვნენ, რომ "პეკინის" ქუჩაზე მეორე სამოთხე ჰქონდათ შექმნილი. სიშიშვლე, რასაც, მათივე თქმით, "სამოსელი პირველი" ჰქვია, ჭეშმარიტებასთან აახლოებდათ.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია