"5 ათასი მანქანა საზღვარზე გადასვლას ელოდება" - რატომ ჩხრეკენ საქართველოში ტურისტებს?

"5 ათასი მანქანა საზღვარზე გადასვლას ელოდება" - რატომ ჩხრეკენ საქართველოში ტურისტებს?

წლევანდელმა ცხელმა ზაფხულმა საქართველოში, შავ ზღვაზე დასვენების მსურველთა რიცხვი ერთი-ორად გაზარდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უკვე ლაპარაკობენ წარმატებულ ტურისტულ სეზონზე. შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა რაოდენობას არც ხავერდოვან სეზონზე უჩივიან.

სოფიკო გუჯაბიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე: "წლევანდელი ტუსიტული სეზონი შეიძლება წარმატებულად შეფასდეს. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, რომელიც ჩვენს დეპარტმენტს აქვს. ძალიან გაიზარდა სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი: იანვარ-აგვისტოს მონაცემებს თუ გადავხედავთ, ეს მაჩვენებელი 10,41%-ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, ეს სტატისტიკა სრულყოფილ სურათს მაინც ვერ ქმნის, რადგან კერძო სექტორის მონაცემებს არ მოიცავს. სამწუხაროდ, ჩვენ კერძო სექტორის მონაცემებს ვერ ვითვლით, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის მეთოდოლოგიაზე და დიდი იმედი გავქვს, რომ მომავალში ამ სექტორსაც აღვრიცხავთ.

გაზრდილია აჭარაში საჰაერო გზით შემოსული ტურისტების რაოდენობაც: იანვარ-აგვისტოში 30-%-იანი ზრდა გვაქვს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს ბათუმის აეროპორტის მონაცემებია, მაგრამ ბათუმში ძალიან ბევრი დამსვენებელი შემოდის ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებიდანაც. 11-%-იანი ზრდა გვაქვს საზღვაო ტრანსპორტის მხრივ, რომელიც უკრაინისა და რუსეთის მიმართულებით მოძრაობს. წელს აჭარაში შემოვიდა 18 გემი, რაც ორჯერ მეტია შარშანდელ სეზონთან შედარებით".

სოფიკო გუჯაბიძის თქმით, ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ თურქეთია, ხოლო მეორეზე - აზერბაიჯანი. პირველ ხუთეულში ტრადიციულად შედის სომხეთი, მაგრამ გასულ წელთან შედარებით განსაკუთრებული ზრდა შეინიშნებოდა უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთიდან შემოსული ტურისტებისა. ასევე მომატებულია დამსვენებლთა რიცხვი ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

საოჯახო სასტუმრო "ფიჭვნარის" მფლობელი თამაზ გოგიბერიძე მიიჩნევს, რომ წელს შავი ზღვის სანაპიროზე მართლაც უპრეცედენტო სეზონი იყო, მაგრამ ეს უფრო ამინდის დამსახურებაა.

"ვისაც ნორმალური, მოწესრიგებული ბინა ჰქონდა, ყველამ გააქირავა. ცხელი ზაფხული იყო და ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ წელს ქობულეთში და მთელ ჩვენს სანაპირო ზოლზე ძალიან ბევრმა ადამიანმა დაისვენა.

რაც მთავარია, ტურისტების სიმრავლემ ძალიან შეუმსუბუქა მდგომარეობა იმ ხალხს, ვისაც ბანკებიდან სესხი ჰქონდა აღებული და ვერ ისტუმრებდა. ბანკის ვალების გამო ხალხი სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი. სახელმწიფომ დღემდე არ გასცა შეპირებული სესხი და არ დაეხმარა იმ ოჯახებს, რომლებიც ბანკის ვალს ვერ იხდიდნენ.

კარგი ამინდების მიუხედავად, მოუგვარებელი პრობლემები კვლავ რჩება, რაც ტურისტების უკაყოფილებას იწვევს. რამდენიმე დღის წინ დარიალის ხეობიდან უკან დამიბრუნდა ორი ტურისტი, რომლებიც თავბედს იწყევლიდნენ - კარგად დავისვენეთ, მაგრამ რაც ახლა ლარსის საბაჟოზე ხდება, გამართლება არა აქვს. ამბობდნენ: 5 ათასი მანქანა დგას რიგში, მშიერ-მწყურვალი ხალხი საზღვარზე გადასვლას ელოდება, მებაჟეები კი ყველა ჩანთას და ჩემოდანს ისე ჩხრეკენ, თითქოს ტურისტებს ატომური ბომბი გადაჰქონდეთო..."(!)

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია