როგორ უნდა გამოვიყენოთ ღეროვანი უჯრედები, რომლებიც სიცოცხლეს ახანგრძლივებენ

როგორ უნდა გამოვიყენოთ ღეროვანი უჯრედები, რომლებიც სიცოცხლეს ახანგრძლივებენ

დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს ღეროვან უჯრედებზე, რომელშიც ბევრი ადამიანის ჯანმრთელ მომავალსაც კი ხედავს და ერთადერთ ხსნას მძიმე მომენტებში. მაინც რა არის ღეროვანი უჯრედი, რა უნდა იცოდეს მომავალმა დედამ, რომ თავის შვილს ღეროვანი უჯრედი შეუნარჩუნოს და რა ჯდება საქართველოში მსოფლიო მედიცინის ამ უდავო მიღწევით სარგებლობა?

ღეროვანი უჯრედი არის უჯრედი, რომელსაც აქვს როგორც თვითგანახლების, ასევე მომწიფებული სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის უნარი. ღეროვან უჯრედს გააჩნია ერთადერთი ფუქნცია - მომავალში მისგან პოტენციურად შეიძლება ნებისმიერი სახის უჯრედი წარმოიშვას. ჭიპლარის სისხლი მდიდარია ღეროვანი უჯრედებით, რომელთა გამოყენება უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. დღემდე ჩატარებულია 25000-ზე მეტი წარმატებული ტრანსპლანტაცია.

ჭიპლარის სისხლი მშობიარობის პროცესში გროვდება. ბავშვის დაბადებისა და ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ ექიმი პლაცენტიდან იღებს სისხლს, ათავსებს მას სპეციალურ კონტეინერში. აღნიშნული პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. შეგროვებული სისხლი 24 საათის განმავლობაში უნდა მოხვდეს ლაბორატორიაში შემდგომი დამუშავებისა და ხანგრძლივი დროით შენახვისთვის. ღეროვანი უჯრედები ინახება -196 გრადუსზე. საჭიროების შემთხვევაში გაყინული უჯრედები გალღობისთანავე მზად არის გამოყენებისთვის. დაავადების დროს, ორგანიზმში უჯრედების შეყვანის შემდგომ, ღეროვანი უჯრედები მოძრაობენ სისხლთან ერთად, პოულობენ დაზიანებულ ქსოვილს და აღადგენენ მას.

მსოფლიოში სულ მცირე 150 ბანკია შექმნილი, სადაც ხორციელდება ჭიპლარის სისხლის დამუშავება და ხანგრძლივი დროით შენახვა. სადღეისოდ მსოფლიოში ერთ მილიონამდე ნიმუშია შენახული.

საქართველოში ჭიპლარის სისხლის ერთადერთი ბანკი 2007 წლიდან ფუნქციონირებს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია