რა ღირს აიფონ 6 ამერიკასა და რუსეთში და რაში მოატყუა კომპანია ეფლმა მომხმარებელი

რა ღირს აიფონ 6 ამერიკასა და რუსეთში და რაში მოატყუა კომპანია ეფლმა მომხმარებელი

"აიფონ 6"-ს პრეზენტაციაზე კომპანია "ეფლმა" განაცხადა, რომ გრაფიკული ამაჩქარებლები ახალ სმარტფონებში 50%-თ უფრო ძლიერია, ვიდრე "აიფონ 5"-ის ჩიპები, მაგრამ ექსპერტებმა ეს ფაქტი უარყვეს. ამასთან, აიფონის გზავნილები შეფერხებულია რეკორდული რაოდენობის შეკვეთების გამო.

რიგ ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში "აიფონ 6"-ის გაყიდვები 19 სექტემბერს დაიწყება. "ეფლმა" ონლაინ შეკვეთების მიღება ჯერ კიდევ 11 სექტემბერს დაიწყო.

”მომხმარებლებმა ძალიან დიდი აქტივობა გამოხატეს "აიფონ 6"-თან და "აიფონ 6 პლუსთან" მიმართებაში. ჩვენ დავაფიქსირეთ შეკვეთების რეკორდული მაჩვენებელი პირველ საათებში”, - ამბობს "ეფლის" პრეს-მდივანი.

ამერიკაში "აიფონ 6"-ს ღირებულება 199 დოლარიდან იწყება და 649 დოლარამდე ადის, ხოლო, "აიფონ 6 პლუსი" 299 დოლარიდან 749 დოლარამდე მერყეობს. რუსეთში გაჯეტების გაყიდვა 26 სექტემბერს იწყება. მეზობელ სახელმწიფოში "აიფონ 6" 31990 რუბლი ეღირება, "აიფონ 6 პლუსი" კი 36990 რუბლი.

რაც შეეხება ცრუ ინფორმაციას - 50%-თ უფრო სწრაფ ჩიპებს, სინთეტიკური ტესტის შემდეგ "აიფონ 6"-მა 21204 ქულა დააგროვა, რაც "აიფონ 5"-ს შედეგზე ძალიან მცირედითაა მაღალი ("აიფონ 5"-მა 20253 ქულა მიიღო). წლის ყველაზე სწრაფი გაჯეტი არა ახალი აიფონი, არამედ Sony Xperia Z2-ია, რომელმაც 25172 ქულა დააგროვა და Samsung Galaxy S5  -23501 ქულით.

გამოდის, კომპანია "ეფლმა" დიდი ვერაფერი წინსვლა შესთავაზა თავის მომხმარებელს, გარდა გაზრდილი ფასებისა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ასევე: "აიფონ 6"-ისა და "6 პლუსის" შეძენის მსურველებს მოცდა 1 თვე მოუწევთ - რა ბრალდებას უყენებს "ეფლს" კონკურენტი კომპანია

ირაკლი ფირცხალავამ ახალი აიფონი სახალხოდ დაამტვრია (+ ვიდეო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია