რამდენ ხანს უნდა იჯდეს ბავშვი ტელევიზორთან და როდის უნდა მივმართოთ თვალის ექიმს

რამდენ ხანს უნდა იჯდეს ბავშვი ტელევიზორთან და როდის უნდა მივმართოთ თვალის ექიმს

ტექნიკური პროგრესი და მჭიდრო კავშირი კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, XXI საუკუნის ბავშვები დაბადებიდანვე სწავლობენ მათ მოხმარებას. როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ამ ტენდენციის უცილობელი შედეგი - თვალის დაავადებები? ან რა დროს ჯობს ბავშვის თვალის ექიმთან მიყვანა? ამის შესახებ უფრო ვრცლად ექიმი-ოფთალმოლოგი დეა გიგინეიშვილი გვესაუბრება.

- როგორია სტატისტიკა, გასულ 10 წელთან შედარებით იკლო თუ იმატა თვალის დაავადებებმა ბავშვებში?

- ბოლო 10 წლის განმავლობაში ნამდვილად იმატა ამ პრობლემებმა, რაც დაკავშირებულია ტექნიკურ პროგრესთან, მობილური ტელეფონების, კომპიუტერის ხშირ გამოყენებასთან.

- ძირითადად რა ასაკში ხდება დაავადებების დიაგნოსტიკა?

- არის დაავადებები, რომელთა დიაგნოსტიკაც დაბადებისთანავეა შესაძლებელი. ზოგ შემთხვევაში კი იგი თავს იჩენს უფრო მოგვიანებით, მხედველობის ჩამოყალიბების პერიოდში.

- რომელი დაავადებაა ყველაზე მეტად გავრცელებული ბავშვებში და რა მეთოდებით ხდება მათი მკურნალობა?

- ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად იმატა მხედველობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. ხშირია ახალშობილთა ქრონიკული დაკრიოცისტიტი, საცრემლე გზების თანდაყოლილი გაუვალობა. მშრალი თვალის სინდრომი, აკომოდაციის, ცრუ ახლომხედველობის სპაზმი. ეფექტური მკურნალობის საწყისი, დაავადების დროული გამოვლენაა.

- რა ასაკიდან არის დასაშვები ბავშვის კომპიუტერთან ჯდომა ან ტელევიზორის ყურება?

- ბავშვის მხედველობა 5-6 წლის ასაკამდე ყალიბდება. შესაბამისად მხედველობითი ფუნქცია 5-6 წლის ბავშვისთვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია