ქალებით ვაჭრობა ბრაზილიურ სერიალში ასახული რეალობა

ქალებით ვაჭრობა ბრაზილიურ სერიალში ასახული რეალობა

ოქტომბრიდან "პალიტრა TV"-ზე ბრაზილიური სერიალი - "თურქული ვნება" იწყება. ის 2014 წლის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი და მასშტაბური პროექტია, რომლის გადაღებები ხუთ ქვეყანაში მიმდინარეობდა. "თურქული ვნების" სცენარის ავტორი - გლორია პერესი ლეგენდარული სერიალების: "კლონისა" და "გზა ინდოეთისკენ" ავტორია და საკმაოდ ცნობილი ვარსკვლავებიც მისი ორგანიზებით შეიკრიბნენ. ამიტომ, სავარაუდოდ, სერიალი ქართველი მაყურებლისთვის საკმაოდ პოპულარული იქნება.

ინგა დადიანი, "პალიტრა TV"-ს დირექტორი:

-  ბრაზილიური სერიალები გადაღების მაღალი ხარისხითა და კარგი სიუჟეტით გამოირჩევა. "თურქულ ვნებას" მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ყიდულობს და მისი ჩვენება წარმატებით მიდის სხვადასხვა არხზე. ამ წარმატებას განაპირობებს სცენარისტის - გლორია პერესის სახელი, კარგი მსახიობების თავშეყრა, ემოციური სიუჟეტი და გადაღებების ფართო გეოგრაფია. გადაღებები მიმდინარეობდა: ბრაზილიაში, თურქეთში, ესპანეთში, რუსეთსა და გერმანიაში. "თურქული ვნება" უკვე შეფასებულია, როგორც ყველაზე ძვირადღირებული და მასშტაბური ბრაზილიური სერიალი. აქ სერიალების მსახიობების მთელი თანავარსკვლავედია შეკრებილი, რომელსაც ქართველი ტელემაყურებელი იცნობს სერიალებიდან: "კლონი" და "გზა ინდოეთისკენ".

-  საინტერესოა, რატომ ჰქვია ბრაზილიურ სერიალს "თურქული ვნება"?

-  სახელი სერიალის სცენარისტმა, გლორია პერესმა შეარჩია და პირდაპირ სიუჟეტის გეოგრაფიას - თურქეთს დაუკავშირა. ეს გლორია პერესისთვის დამახასიათებელია; მას ყველა თავის სერიალში შემოაქვს აღმოსავლური გეოგრაფია და მძაფრი სოციალური პრობლემატიკა. ამიტომ არის, რომ სერიალები: "კლონი", "გზა ინდოეთისკენ" და ახლა უკვე "თურქული ვნება" მაყურებელს გულგრილს არ ტოვებს.

მთავარი გმირი 18 წლის ლამაზი გოგონა მორენაა, რომელიც ოჯახის რჩენის მიზნით თურქეთში კონტრაქტით მიდის სამუშაოდ. ხელშეკრულების მიხედვით, მან სამოდელო სააგენტოში უნდა იმუშაოს, მაგრამ როგორც აღმოჩნდება, რეალობა სულ სხვაა. სტამბოლში ლამაზი ქალებით ვაჭრობენ და მდიდარ მამაკაცებზე მათ გასაყიდად აუციონი იმართება. მორენა ლოტად გადაიქცევა, მას ერთ-ერთ შეძლებულ კაცს გაატანენ.

ინგა დადიანი:

-  სერიალშია სიყვარულის, ღალატის, მეგობრობის, მტრობის თემები. ეს ყოველთვის ახასიათებს სერიალებს, მაგრამ როგორც "კლონი" იყო გამორჩეული და კლონირების თემის შემოტანამ მოუტანა ძალიან დიდი წარმატება სერიალს, ისეა ამ შემთხვევაშიც: აქ ტრეფიკინგი, ადამიანებით ვაჭრობის თემაა. მთავარი გმირი - მორენა ტრეფიკინგისგან თავის დაღწევას ცდილობს, რაც საკმაოდ ემოციურად და დაძაბულადაა გადმოცემული. სერიალი 140 სერიისგან შედგება, თითოეული სერია კი იმდენად დინამიკურია, რომ დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ტელეეკრანის წინ დაძაბული იქნება, გაუჩნდება თანაგრძნობა მთავარი გმირების, ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების მიმართ. სიუჟეტი მაყურებელში ბევრ ემოციას გამოიწვევს... "თურქულმა ვნებამ" ბევრ ქვეყანაში, სადაც მისი ჩვენება წელს დაიწყო, უკვე "მოხსნა" რეიტინგები. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ბევრი მაყურებელი ეყოლება.

-  როდიდან შეეძლება მაყურებელს სერიალისთვის თვალის დევნება?

-  სერიალი ოქტომბრიდან დაიწყება და "პალიტრა TV"-ზე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:30 საათზე გავა.

ქართველი მაყურებლისთვის ეკრანზე პირველად გამოჩნდება ახალგაზრდა მსახიობი ნანდა კოსტა, რომელიც მთავარი გმირის, მორენას როლშია. მისი სამსახიობო კარიერა 2006 წლიდან იწყება. ნანდა ბრაზილიაში ძალიან პოპულარულია, მაგრამ ქართველ მაყურებელს მისი ეკრანზე ხილვის საშუალება ჯერ არ მისცემია. მას არაჩვეულებრივი გარეგნობა აქვს, ნიჭიერი მსახიობია და ბრაზილიის ყველაზე ლამაზ და სექსუალურ 10 ქალს შორის არის დასახელებული. ცნობისათვის, ის ჟურნალ "ფლეიბოის" სახეც გახლავთ და ამბობენ, რომ მალე სამშობლოში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდება.

36 წლის როდრიგო ლომბარდი ბრაზილიის კაშკაშა ვარსკვლავია. ის 2000 წელს გამოჩნდა ეკრანებზე. თამაშობდა გლორია პერესის სცენარის მიხედვით გადაღებულ სერიალში "გზა ინდოეთისკენ". როდრიგო 2011 წელს აღიარეს ბრაზილიის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად. ლომბარდი გლორია პერესის ერთ-ერთი უსაყვარელესი მსახიობია. სცენარისტის პროექტების გამო მან რამდენჯერმე თქვა უარი სხვა ფილმებში მონაწილეობაზე და ასე მოიქცა სერიალების გამო: "გზა ინდოეთისკენ" და "თურქული ვნება". "თურქულ ვნებაში" ის მთავარ როლშია, რომელიც ნანდა კოსტას გმირით, მორენათი იხიბლება. მათ ერთმანეთი უყვარდებათ...

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია