საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

როგორც "ინტერპრესნიუს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტიდან აცნობეს, დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების თბილისის №200 საჯარო სკოლას ეწვია. მეხანძრე-მაშველებმა საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, მოსწავლე-ახალგაზრდობას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სახანძრო უსაფრთხოების თემაზე ღია გაკვეთილი ჩაატარეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს სახანძრო ტექნიკა გააცნეს და სახანძრო აღჭურვილობა დაათვალიერებინეს.

ღია გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში მომზადებული სახელმძღვანელო

"პომპიერო", რომელიც ბავშვებისთვის არის განსაზღვრული. მასში ხანძრისგან თავის დაცვის წესებია აღწერილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია