ე.წ. ბოშების ბაზრობის ტერიტორიაზე "კარფურის" ან ტრაილერების ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმებოდა?

ე.წ. ბოშების ბაზრობის ტერიტორიაზე "კარფურის" ან ტრაილერების ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმებოდა?

ე.წ.ბოშების ბაზრობის მოვაჭრეების ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიის გასხვისება იგეგმებოდა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ვრცელდებოდა ინფორმაცია , რომ ე.წ. ბოშების ბაზრობა უნდა გასხვისებულიყო და იქ ტრაილერების ავტოსადგომი უნდა განთავსებულიყო. ერთ-ერთი ვერსიით კი, ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის, ასევე ჰიპერმარკეტ "კარფურის" მშენებლობა იგეგმებოდა.

ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა უცნობია, თუმცა, მოვაჭრეები ამბობენ, რომ სასკოლო პერიოდიდან გამომდინარე, თითოეულ მათგანს ხუთიდან 50 ათას ლარამდე ღირებულების საქონელი ჰქონდა.

მათივე ინფორმაციით, გამყიდველების დიდ ნაწილს ბანკის ვალი აქვს, რის გადახდასაც ვერ მოახერხებენ. მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. მათი ნაწილი ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქონლის ნაწილის ფერფლიც კი არ ჩანს. დამწვარ ნივთებს შორის არ არის მეტალის საგნები, მათ შორის ჩანთების რკინები, რომლებიც, მოვაჭრეების თქმით, ხანძრის შემთხვევაშიც კი უნდა დარჩენილიყო.

მათი ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიაზე ღამის საათებში ელექტროენერგია ირთვება და აქედან გამომდინარე, მოვაჭრეები ელექტროენერგიის მიზეზით ხანძრის გამოწვევას გამორიცხავენ.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა დედაქალაქის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია. იგი დიდუბის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოში დიდუბის მაჟორიტარ ლადო ძნელაძესთან ერთად ბაზრობის დირექტორის კაბინეტში იმყოფება. გარე პერიმეტრზე კი მოვაჭრეები დგანან. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია