"ღამის გარკვეულ საათებში ხმაურისათვის ჯარიმა სოლიდური უნდა იყოს"

"ღამის გარკვეულ საათებში ხმაურისათვის ჯარიმა სოლიდური უნდა იყოს"

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინიციატივით, მომავალი კვირიდან საკრებულო, ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ სივრცეში ხმაურზე რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით იმუშავებს.

როგორც ალეკო ელისაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მან ამ ინიციატივით უკვე მიმართა ურბანული დაგეგმარებისა და იურიდიულ კომისიებს. აღნიშნული ინიციატივის თანახმად, ქალაქის საზოგადოებრივ სივრცეში, რესტორნებში, კლუბებსა და ბარებში, სავარაუდოდ, 23.00 საათის შემდეგ, ხმამაღალი მუსიკა და ხმაური შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს დაახლოებით 55 დეციბელის შემთხვევაში. აკრძალვა დაწესდება ასევე ფოიერვერკთან დაკავშირებით, რომელსაც ხშირად ღამის საათებში ისვრიან.

ელისაშვილის განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების თხოვნით, მას ხმაურით შეწუხებულმა არაერთმა მოქალაქემ მიმართა. მისივე განცხადებით, გარკვეული ღამის კლუბებისა და ბარების მიმდებარედ ხმამაღალი მუსიკისაგან გამოწვეული ხმაური მოსახლეობას კოშმარად ექცა. ალეკო ელისაშვილის თქმით, პროექტის მომზადების შემდეგ საკრებულო მის განხილვაში საზოგადოებასაც ჩართავს. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ღამის გარკვეულ საათებში ხმაურისთვის ჯარიმა სოლიდური უნდა იყოს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია