ავტობანი რიკოთამდე 2018 წლამდე ვერ მივა

ავტობანი რიკოთამდე 2018 წლამდე ვერ მივა

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, რომელიც რიკოთამდე 2014 წლის ბოლოს უნდა მისულიყო, დიდი ჩამორჩენაა. როგორც ირკვევა, ამ გეგმას შესრულება 2018 წლამდე არ უწერია. ის კი არადა, წლევანდელი გეგმის შესრულებაც ეჭვქვეშაა, რასაც ადასტურებს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისების გრაფიკიც. 7 თვეში მხოლოდ 131 მლნ ლარის გახარჯვა მოხერხდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანების მოტივი ახალი ტენდერების გამოცხადება გახდა. პრობლემა გაამწვავა რუისი-აგარის მონაკვეთის სირთულემაც. ახლა იგი უკვე დაძლეულია და ამ მონაკვეთზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

"პროექტის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება სირთულეზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროექტი შეიძლება დამთავრდეს 2 ან 2,5 წელიწადში; ანუ რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი გზის დასრულებას 2017-18 წელს ვვარაუდობთ", - ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი.

"აღნიშნული ავტობანი იწყება თბილისიდან და მთავრდება სარფთან, ასევე მეორე ნაწილია თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდი. მისი დასრულება 2015 წელს იყო დაგეგმილი. გეგმა ითვალისწინებდა, შემოვლით გზას ქობულეთთან, რომელიც ახლა დასრულებულია, თუმცა არ დაწყებულა ბათუმის შემოსავლელი გზის მშენებლობა. მიმაჩნია, რომ ავტობანის მშენებლობა ძალიან ნელი ტემპით მიდის. ჩვენ ქარელამდე ვიყავით მისული. 2013-14 წელს ეს გზა ხაშურის გვირაბამდე უნდა მისულიყო. მთელი ავტობანი 2015 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო", - აცხადებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე.

იხილეთ სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია