ალასანიას ვაჟის სამხედრო ფიცი და მინისტრი მეუღლესთან ერთად მშობლების რიგში

ალასანიას ვაჟის სამხედრო ფიცი და მინისტრი მეუღლესთან ერთად მშობლების რიგში

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ვაჟმა ნიკა ალასანიამ სამხედრო ფიცი დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" 71 წვევამდელთან ერთად დადო. ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძე მშობლებისთვის განკუთვნილი ადგილიდან ადევნებდნენ თვალს.

ნიკა ალასანიას დღეს ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. შვილის სამხედრო სამსახურში წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ირაკლი ალასანიამ და ნათია ფანჯიკიძემ ისაუბრეს. შვილის გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრს ლოგიკურად მიაჩნია:

"ნიკა უკვე შეირაღებული ძალების დიდი ოჯახის ნაწილი გახდა იმ ბიჭებთან ერთად, ვინც დღეს ფიცი დადო. თვისობრივად ახალი ცხოვრება დაიწყო, განსხვავებული ცხოვრება. ბევრს შეიძენს ამ ერთი წლის განმავლობაში სავალდებულო სამსახურში. გამიხარდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ისეთი ბაბუები ჰყავდა, რომ ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო. დანარჩენს ვნახავთ, როგორც მეუბნებიან, კარგად ჩააბარა, არ შეგვარცხვინა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რამეს მიიღებს შეიარაღებულ ძალებში სამსახურიდან".

"ეს ჩემი შვილის გადაწყვეტილება იყო, ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენს ოჯახში ძალადობას ადგილი არ აქვს. იმდენად მე მგავს და არ არის მამასავით ჯარისკაცული ტიპაჟი, მე ვფიქრობდი, რომ ეს იგივეა - მე წამიყვანონ ჯარში. მაგრამ ძალიან მაღალი იუმორის გრძნობა აქვს და ხალისით მოდიოდა და უხაროდა ეს თავგადასავალი", - ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

ნიკა ალასანიამ სხვა წვევამდელებთან ერთად საწყისი საბრძოლო მომზადება სამი კვირის განმავლობაში ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" გაიარა. ამ ხნის განმავლობაში მშობლებს მისი ნახვის საშუალება არ ჰქონდათ.

ნათია ლეშკაშელი

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია