მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა

მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა

"როსავიაციის" ინფორმაციით, მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა. როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პროტოკოლშია აღნიშნული , 15 სექტემბრიდან რიგ ავიაკომპანიებს საშუალება აქვთ შეასრულონ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით რეისები. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ნებართვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტის შესაბამისად გაიცა.

"ვედომოსტის" ცნობით, რეგულარულ ფრენებზე ნებართვა მიიღეს ავიაკომპანიებმა "აეროფლოტი", "ვიმ ავია", "გლობუსი", "ტრანსაერო", "ურალის ავიახაზები", "უტეარი" და S7. რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ იყო შეჩერებული. 2010 წელს განახლდა არარეგულარული, ჩარტერული რეისები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია