ვინ არიან გოგონები, რომლებმაც ამერიკელები "ტრანსში ჩააგდეს"

ვინ არიან გოგონები, რომლებმაც ამერიკელები "ტრანსში ჩააგდეს"

"ქართველი გოგონების შესრულება, რომელიც ტრანსში ჩაგაგდებთ," - ასე გამოხატა ემოცია ამერიკელმა ქალბატონმა, როდესაც ჯგუფ "მანდილის" სიმღერა მოისმინა. ”ზეცას შახენეო აპარეკას” მერამდენე დღეა ინტერნეტსივრცეში ლიდერობს. ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე დღეში 800 ათასზე მეტი ნახვა და ასევე ძალიან ბევრი გაზიარება ჰქონდა.

ექსპრომტად ჩაწერილი სიმღერის ავტორებიდან, ორი სტუდენტია, ერთი კი სკოლის მოსწავლე. გოგონები ”მანდილის” შექმნის ისტორიაზე, ვიდეოს ჩაწერის ამბავსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრებიან.

შორენა ცისკარაული:

- ”მანდილი” სულ რაღაც 5 თვის წინ დაარსდა და ამ დღის შემდეგ, ვმღერით ყველგან. მეტროში, ქუჩაში, მეგობრების სახლში, სუფრებზე... ასევე, საქველმოქმედო საღამოებსა და კონცერტებზე. ეს ჩვენთვის კეთილშობილურ საქმესთან ერთად, გამოცდილებაც არის. სიმღერა "ქალო"-ს ყველაზე ხშირად ვმღერით, რადგან მსმენელს ძალიან მოსწონს.

ანი ჭინჭარაული:

- თბილისის 48-ე სკოლის მოსწავლე ვარ. ხშირად მიწევს სკოლის გაცდენა, რადგან რეპეტიციები გვაქვს... ერთმანეთი სრულიად შემთხვევით, სოციალურ ქსელში გავიცანით და დავმეგობრდით.

წაიკითხეთ მეტი

ასევე ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია