რომელია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა?

რომელია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა?

რომელია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა? ეს კითხვა რამდენიმე წლის წინ რომ დასმულიყო, პასუხად აუციელებლად სკანდინავიის რომელიმე ქვეყანას მიიღებდით. თუმცა, ახლა მონაცემები რადიკალურად შეიცვალა. მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ცენტრალურ ამერიკაში მდებარე პანამაა.

გამოკითხვა მსოფლიოს 135 ქვეყანაში ჩატარდა და მოსახლეობას საკუთარი ქვეყანა რამდენიმე კომპონენტის მიხედვით უნდა შეეფასებინა, მათ შორის ეკონომიკური, სოციალური ფაქტორებიც იყო.

შედეგები ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა. პირველი ადგილი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პანამამ დაიკავა, მეორე - კოსტა-რიკამ, ხოლო მესამე ადგილზე დანია გავიდა.

"ოჯახის ინსტიტუტი ჩვენთან საკმაოდ მყარია, ყოველ შაბათს ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან. როდესაც ადამიანები ერთად არიან, ისინი თავს მარტოსულებად აღარ გრძნობენ. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ლამაზი ლანდშაფტი გვაქვს და ქვეყნის დედაქალაქშიც კი არ იგრძნობ თავს ბუნებისგან შორს. ჩვენი ეკონომიკა ყვავის და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობაა. ფინანსური კრიზისის შემდეგ, პანამა კიდევ უფრო გაძლიერდა, ვიდრე აქამდე იყო, მიზეზი კი წინდახედული საბანკო სისტემაა”, - აღნიშნა პანამის კულტურის პრესატაშე ლორა მონტენეგრომ.

მომზადებულია www.theguardian.com-ის მიხედვით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია