"ღორი მე არ დამიკლავს. გოჭი საყვარლად ჭყაოდა-მეთქი, ხუმრობით ვთქვი" - ჟუჟუნა მუსლიმების წინააღმდეგ

"ღორი მე არ დამიკლავს. გოჭი საყვარლად ჭყაოდა-მეთქი, ხუმრობით ვთქვი" - ჟუჟუნა მუსლიმების წინააღმდეგ

ცოტა ხნის წინ ქობულეთში მშენებარე მედრესეს კარზე ღორის თავი ჩამოკიდეს. ამ თემის შესახებ რამდენიმე ვიდეომასალა გავრცელდა. თითქმის ყველა მათგანში ფიგურირებს ადგილობრივი სკოლის პედაგოგი ჟუჟუნა კალაძე, რომელმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრა გამოთქმით - "დაკვლისას გოჭი ძალიან საყვარლად ჭყაოდა". ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ ჟუჟუნას და ინტერვიუ ჩამოვართვით:

- ღორი მე არ დამიკლავს და ვინ დაკლა, ისიც არ ვიცი. ეს არის შემოგდებული პროვოკაცია. ჩვენ წავედით იქ გზის გადასაკეტად და ველოდით ხალხს, აქციის მონაწილეებს. იქ შევყოვნდით კარგა ხანი და ამ დროს დაუკლავთ ის გოჭი და თავი ჩამოუკიდიათ. დაკლული გოჭი რომ დაინახა ჟურნალისტმა, აუტყდა სიცილი და მეც ავყევი, მერე მე ვთქვი ის, რაც ინტერნეტით გავრცელდა, მაგრამ ისე გაავრცელეს, თითქოს ჩვენმა ბიჭებმა დაკლეს ღორი, არადა მე ვთქვი - ვაიმე, ახლა ამასაც ჩვენ დაგვაბრალებენ-მეთქი, მაგრამ ეს ნათქვამი არ გაუშვეს.

- ანუ თქვენ არათუ არ მიგიღიათ მონაწილეობა, არამედ არც იცით, ვინ დაკლა?

- არა. ეგენი ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ, თვითონ იწყებენ ყველაფერ აგრესიას, გვაგინებენ მკვდარს და ცოცხალს, გვლანძღავენ და ჩვენსკენ იშვერენ ხელს, მერე რეკავენ პოლიციაში და ეუბნებიან, შეურაცხყოფას გვაყენებენო. "გოჭი საყვარლად ჭყაოდა"-მეთქი ხუმრობით ვთქვი და ბევრიც ვიცინე ამ ნათქვამზე. ჩვენ რომ ამის გაკეთება გვდომებოდა, აქამდეც გავაკეთებდით და ვერაფერი შეგვიშლიდა ხელს. ჩვენ იმ ადგილას, სადაც მედრესეს აშენებენ, გვინდოდა, აშენებულიყო საბავშვო სახლი. მაგათგანაა შემოგდებული ეს ყველაფერი პროვოკაციისათვის. არ გამიკვირდება, ხვალ-ზეგ იქ ცოცხალი ღორებიც გაუშვან და მერე ჩვენ დაგვაბრალონ, არც ის გამიკვირდება, რომ ის გოჭის თავიც თვითონ ჩამოეკიდათ.

- იმ ცნობილ ვიდეოში, ამბობთ რომ თქვენ ფიზიკურადაც შეგეხნენ...

- 6 სექტემბერს მოვიდნენ ვიღაც მამაკაცები მანქანით და მათ ახლდათ ქალი, რომელიც გამოვარდა ჩემსკენ, მიყვიროდა - შენ არ გინდა ჯამეს გახსნაო?! თუ არ გინდა, მე შენ გაჩვენებ სეირსო და გამოიქცა ჩემსკენ. დიდი ბოდიში და, აწია ფეხი რომ ჩემს ეზოში გადმომხტარიყო თან ყვიროდა თმებით გათრევო. მერე მითხრა, ჩემი ქმარი არის მუსტაფა და მოგიყვან, რომ იმასთან დაწვე, თორემ კაცი გაკლიაო, მუსტაფა კიდე ისეთ დღეში ჩაგაგდებს, ერთი თვე ფეხზე ვერ დადგებიო.. მე ავწივლდი, მიშველეთ მეზობლებო-მეთქი და გამოცვივდნენ და ხელიდან გამომგლიჯეს იმ ქალს. იმ ქალმა მერე მამაკაცივით აგინა სხვა მეზობლებს. იცით, ერთი მეტრია იმ მედრესედან ჩემ სახლამდე, ერთმანეთის ჩურჩულიც კი გვესმის.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია