"მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობა სტუდენტებს საფრთხეს უქმნის"

"მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობა სტუდენტებს საფრთხეს უქმნის"

მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობა აკნინებს უნივერსიტეტს და საფრთხეს უქმნის სტუდენტებს. ამის შესახებ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტში გამართულ ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

როგორც რექტორმა აღნიშნა, მან მოისმინა მერის მოადგილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მერია გადაწყვეტილებას არ შეიცვლის უნივერსტიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.

პაპავას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობა დამაკნინებელია უნივერსიტეტისთვის და საფრთხის შემცველია სტუდენტებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ მთავრობაში, საკრებულოში, ასევე მერიაში ამჟამად თანამდებობაზე მყოფ ყოფილ უნივერსიტეტელებს უფრო მეტად შესტკივათ გული უნივერსიტეტზე, ვიდრე თავად მას და ამდენად იგი ელოდება საპასუხო რეაქციას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნა, რომ მათ არ შეუძლიათ აწარმოონ სამართლებრივი ბრძოლა ამ საკითხის მოსაგვარებლად, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი უნივერსიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს.

უნივერსიტეტის რექტორს გუშინ თბილისის მერიამ განცხადებით უპასუხა.

"რაც შეეხება თსუ მაღლივ კორპუსთან მიმდინარე გაზგასამართი სადგურის მშენებლობას, მშენებლობის ნებართვა გაცემულია უსაფრთხოებისა და ყველანაირი ტექნიკური მოთხოვნის სრული დაცვით. ამასთან, გაზგასამართი სადგური არავითარ პრობლემას არ შეუქმნის სხვა ობიექტების ფუნქციონირებას, მათ შორის, არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და არც ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია