თბილისურ ოჯახში დატრიალებული დრამა: ''ეგოისტმა დამ ჩემს შვილს ოჯახი დაუნგრია''

თბილისურ ოჯახში დატრიალებული დრამა: ''ეგოისტმა დამ ჩემს შვილს ოჯახი დაუნგრია''

ჩვენი რუბრიკის დღევანდელმა სტუმარმა საკმაოდ მძიმე დღეები გადაიტანა. თავიდან რძლით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ დამ ახლად გათხოვილ დედმამისშვილს ბედნიერების უფლება არ მისცა.

- ჩემს ვაჟიშვილს პირველი ოჯახი დაენგრა. მისმა ცოლმა სამსახურში ვიღაც არაბი გაიცნო და მას გაეკიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი არ ჰყავდათ, ჩემმა შვილმა ეს ამბავი ძალიან განიცადა. როცა მისი მეუღლე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, დათოსთან დაბრუნება სცადა. მე ვურჩევდი, თუ გიყვარს, ყველაფერი დაივიწყე და შეეცადე ურთიერთობები აღადგინოთ-თქო, მაგრამ დათოს ამის გაგონებაც არ უნდოდა. ერთ წელიწადში ჩემი ყოფილი რძალი მეორედ გათხოვდა და მას შემდეგ, მისი ასავალ-დასავალის შესახებ აღარაფერი ვიცი. მეორე ქალი, რომელიც ჩემი შვილის ცხოვრებაში გამოჩნდა, ანანო იყო. უფრო მეტად კეთილშობილი და წესიერი ადამიანი არ შემხვედრია. მას შეეძლო სხვისი ბედნიერებით ეცხოვრა.

- დათოს მოსწონდა?

- კი, ანანო 31 წლის იყო. როცა მშობლები გარდაეცვალა, მისი უმცროსი და ინგა თოთხმეტი წლის იყო. თვითონ უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ ლექციებზე სიარულს თავი დაანება და მთლაინად უმცროს დას მიუძღვნა თავი. მუშაობა დაიწყო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ პატარა დაიკოს გაჭირვება არ ეგრძნო. უცხო ენაში ამზადებდა, კერძო სკოლაში დაჰყავდა, შემდეგ ინსტიტუტში ჩააბარებინა. სახლშიც ყველაფერს თვითონ აკეთებდა. სარეცხი, ბაზარი, სადილის მომზადება, დალაგება - ანანოს მოვალეობა იყო, ინგა კი ან სავარძელში ნებივრობდა ან მეგობრებთან ერთად სეირნობდა. ამასობაში მოთხოვნილებად გადაექცა, რომ მასზე სხვას უნდა ეზრუნა, ის მხოლოდ პრეტენზიებს გამოთქვამდა. ასე ჩამოყალიბდა ინგა ნამდვილ ეგოისტად.

- ანანო ამას ვერ ამჩნევდა?

- ალბათ ამჩნევდა კიდეც, მაგრამ ისე უყვარდა საკუთარი და, მზად იყო მისი სიხარულისთვის ეცხოვრა. 18 წლის ასაკში ინგა გათხოვდა, მაგრამ ორ წელიწადში ბავშვთან ერთად უკან გამოაბრუნეს. რძალი, რომელსაც დისკოთეკებზე სიარულისა და სარკეში ყურების მეტი არაფერი აინტერესებს, ძნელი ასატანია. ინგას საკუთარი ეგოიზმისა და სიზარმაცის გამო დაენგრა ოჯახი. ანანოსთან უკვე შვილთან ერთად დაბრუნდა საწყალმა გოგომ უფრო მეტად დაიტვირთა თავი და ახლა დას და დისშვილს ერთნაირად ანებივრებდა. როცა ანანო გავიცანი, ინგა ბათუმში ისვენებდა, მისი გასათხოვარი და კი ძიძასავით უვლიდა ბავშვს. როგორც ვიცი, ინგამ ზღვისპირეთში საზაფხულო რომანიც გააჩაღა და უკან დაბრუნებულს გინეკოლოგთან ვიზიტები დასჭირდა.

- ფეხმძიმედ იყო?

- კი და ბავშვი მოიშორა. ამ დროს უკვე დათო ანანოს ხვდებოდა და მის ცოლად მოყვანასაც ფიქრობდა. როცა ამის შესახებ ინგამ გაიგო, ისტერიკა დაემართა. დათოს დასცინოდა, თავის დას კი უგემოვნოს უძახდა. მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და დათოს ვურჩიე, როცა ანანო ჩვენთან სტუმრად მოვა, სახლში აღარ გაუშვა, ინგა ფაქტის წინაშე აღმოჩნდება და ვეღარაფერს გააწყობს-თქო. ჩემმა შვილმა დამიჯერა და ჩუმად დაიწერეს ჯვარი.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია