"სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, მაგრამ" ... - თბილისის ზოოპარკი სპილოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

"სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, მაგრამ" ... - თბილისის ზოოპარკი სპილოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის ზოოპარკში სპილოს ოპერაცია რამდენიმე საათის წინ დასრულდა.  საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან კითხულობენ ცხოველის მდგომარეობის ამბავს.

"მოცემული მომენტისთვის მდგომარეობა ასეთია: გრანდის გულისცემა და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, ნარკოზის მოქმედება ამ დროისთვის მთლიანად შეჩერებულია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ გრანდს სძინავს, ამ მდგომარეობაში კი ძილი მისთვის ძალიან სახიფათოა. ჩვენი სპილო დაახლოებით 6 ტონას იწონის, მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ცხოველის სხეული მთელი სიმძიმით აწვება ფილტვებს. ამგვარი სიძლიერის დაწოლამ შეიძლება ფილტვების შეშუპება და სუნთქვის შეჩერება გამოიწვიოს. სპილოს ოპერაცია 10:00 საათიდან მიმდინარეობს, ანუ სპილო თითქმის 10 საათია ერთ პოზიციაში წევს, ამის გამო მისი სხეული დაბუჟებულია და დასუსტებულ ცხოველს წამოდგომა უჭირს. ამ წუთებში ინგლისელი ვეტექიმები მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ სპილოს წამოდგომაში.

დიდი მადლობა ჩვენი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, უამრავი ადამიანი გვწერს, გვთავაზობენ დახმარებას და ეს ჩვენთვის ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ძალა დაგვჭირდა, მაშინვე შეგატყობინებთ ჩვენი გვერდის საშუალებით..." - ავრცელებენ ინფორმაციას ზოოპარკის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე".

გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცია - რას ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს  დირექტორი კორონავირუსით გარდაცვლილ 23-ე პაციენტზე

"სოფელ დიღომში დაბადების დღესთან დაკავშირებული ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა