ლიტვაში ქართველებმა და ვიეტნამელებმა სიგარეტის გამო იჩხუბეს

ლიტვაში ქართველებმა და ვიეტნამელებმა სიგარეტის გამო იჩხუბეს

ვიეტნამისა და საქართველოს დაახლოებით, ორმოცდაათმა მოქალაქემ, ლიტვაში მდებარე სარეგისტრაციო ცენტრში იჩხუბეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩხუბი ბელორუსის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ პაბრადეში მოხდა. შედეგად, ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ ხელის ტრავმა მიიღო. ჩხუბის მონაწილეების გასაშველებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება გახდა საჭირო.

წინასწარი ინფორმაციით, ქართველმა მამაკაცმა ვიეტნამელს სიგარეტი სთხოვა, სწორედ ეს გახდა ჩხუბის მიზეზი. საემიგრაციო ცენტრის მონაცემებით, ქალაქში დაახლოებით 185 არალეგალი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობას ვიეტნამელები წარმოადგენენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია