კიდევ ერთი თბილისური ისტორია: ''ავადმყოფი ქმარი საშინლად ექცეოდა''

კიდევ ერთი თბილისური ისტორია: ''ავადმყოფი ქმარი საშინლად ექცეოდა''

უახლოესი მეგობრის გასაჭირს ხშირად ისე ვითავისებთ, რომ საკუთრი ტკივილისგან გარჩევაც გვიჭირს. ხშირად ვუფიქრდებით, რატომ ექცევა ერთს ადამიანს ცხოვრება სასტიკად, ხოლო მეორეს პირიქით - ყოველგვარი პრობლემა მისთვის უცხოა. ძველად, როცა ადამიანს არაფერში უმართლებდა, ამბობდნენ, ეს რა უბედურ ვარსკვლავზეა დაბადებულიო... ეს გამოთქმა რამდენად მართებულია, ვერ გეტყვით, თუმცა ამ ამბის მთავარი გმირი რომ უიღბლოა, ალბათ დამეთანხმებით.

- მარიკა ყოველთვის მხიარული და მოღიმარი გოგონა იყო. მისი ოჯახი ჩემს კორპუსში მაშინ გადმოსახლდა, როცა პატარები ვიყავით. ფაქტობრივად, დებივით გავიზარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მარიკას მამის სამსახურის გამო ისინი ხშირად მოგზაურობდნენ, განუწყვეტელი კონტაქტი გვქონდა. როცა თბილისში იყვნენ, ხომ საერთოდ, გვერდიდან არ ვშორდებოდით ერთმანეთს. 19 წლის გავთხოვდი და დღეს სამი შვილის დედა ვარ. მარიკამ კი წლების განმავლობაში ვერ აიწყო ცხოვრება. ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ხანდახან ვფიქრობ, შეიძლება ამ ყველაფერს ფსიქიკურად ვერც გაუძლოს. ისეთ დეპრესიაშია, წამალს წამალზე ასმევენ, რომ როგორმე დაიძინოს. მე ყოველთვის ვერ ვიქნები მის გვერდით და ვერც მისი რომელიმე ოჯახის წევრი. მეშინია, თავი არ მოიკლას. მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე ადამიანია, ამის მაინც მეშინია.

- იქნებ თავიდან მომიყვეთ, რამ მიიყვანა თქვენი მეგობარი დეპრესიამდე?

- მარიკა 20 წლის იყო, როცა მამამისი გარდაიცვალა. დედა, ძმა და უმცროსი და უკაპიკოდ დარჩნენ. თურმე მამამისს საყვარელი ჰყოლია, რომელმაც ბავშვი გაუჩინა და იმ კაცმა მთელი ქონება მეოთხე შვილს დაუტოვა. ის ქალი მარიკას მამის დაკრძალვაზე მოსული იყო და ოფიციალურ ცოლს ყველაფერს მოუყვა. თურმე მარიკას დედას ყველაფერი სცოდნია, მაგრამ ქართველი ქალების ხასიათი მოგეხსენებათ, არ იმჩნევდა. მისთვის სრული შოკი ის იყო, როცა იმ ქალმა უთხრა, შენმა ქმარმა ახალი ბინა, მაღაზია და მანქანა მე დამიტოვა, თქვენ კი მხოლოდ ეს ბინა გერგოთ, რომელშიც ცხოვრობთო. მარიკას დედა მიხვდა, რომ გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა, ყველაფერი ოფიციალურად იყო გაფორმებული. მარიკა და დედამისი იძულებული გახდნენ, ემუშავათ, რომ პატარები შეენახათ და საკუთარი თავისთვისაც მიეხედათ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია