აუცილებელი ინფორმაცია მშობლებისთვის წამლებით მოწამვლაზე და ზოგადად წამლებზე

აუცილებელი ინფორმაცია მშობლებისთვის წამლებით მოწამვლაზე და ზოგადად წამლებზე

გამოცდილი მშობლები, ექიმები და ფარმაცევტები ხშირად განიხილავენ წამლებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ხშირია შემთხვევები, როცა დედა ბავშვს არასწორ დოზას, ვადაგასულ წამალს აძლევს, ან ისეთ პრეპარატს, რომელიც იმ კონკრეტულ ვითარებაში პირიქით, საზიანოც კია. ასევე ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვს ხელი მიუწვდება წამლებზე, ყლაპავს ან ღეჭავს აბებს და ამას არაერთხელ საკმაოდ მძიმე შედეგებიც მოჰყოლია. სწორედ ამ და სხვა საშიში შემთხვევების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც აუცილებელია, როცა წამლებთან გაქვთ საქმე:

* აუცილებლად წაიკითხეთ წამლის გამოყენების, დოზირების, გვერდითი მოვლენების შესახებ ინსტრუქცია. თუ თქვენი წაკითხული არ ემთხვევა იმას, რაც ექიმმა გიხთრათ, ნუ მოგერიდებათ, დაურეკეთ და კიდევ ერთხელ დააკონკრეტეთ, რაც გაინტერესებთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა დოზა უნდა მისცეთ ბავშვს, ჯობს, წამალი საერთოდ არ დაალევინოთ. ნუ გეუხერხულებათ ექიმთან დარეკვის, გაიხსენეთ, ეს თქვენი შვილის ჯანმრთელობას ეხება.

* გახსოვდეთ, არსებობს პრეპარატები, რომლებსაც გახსნის შემდეგ ერთი კვირა ან უფრო ნაკლები გამოყენების ვადა აქვთ. ხშირად გადაამოწმეთ ამა თუ იმ მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა. არა მხოლოდ კოლოფზე დაწერილი ვადა, არამედ თავად წამლის გახსნიდან ვადა.

"მომხმარებელს აქვს უფლება, მოითხოვოს წამლის ანოტაცია ქართულ ენაზე, ხშირ შემთხვევაში კი აფთიაქის პერსონალი თავად აწვდის მყიდველს ინფორმაციას ამა თუ იმ პრეპარატის გამოყენების, ვარგისიანობის ვადის შესახებ. დოზირებას კი ექიმი წყვეტს. წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ მშობლები ნაკლებად გვეკითხებიან და ძირითადად ექიმის დანიშნულებას ენდობიან", - ამბობს ფარმაცევტი სალომე იმედაძე.

* აფთიაქში თვითნებურად ნაყიდ წამალს ბავშვს ნუ დაალევინებთ, თუნდაც ის თქვენი ახლობლების ბავშვებს "ძალიან მოუხდათ". აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა პედიატრს, რომელმაც იცის ბავშვის ისტორია, რეაქცია პრეპარატებზე და სხვა. სასურველია, რომ ბავშვს ჰყავდეს ერთი კონკრეტული პედიატრი და არა სხვადასხვა.

* თუ ექიმს და ფარმაცევტს დაავიწყდათ თქვენთვის წამლის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, მიმართეთ ყველაზე მარტივ საშუალებას - მოიძიეთ ინტერნეტში აღნიშნული წამლის შესახებ ინფორმაცია და თავად გაეცანით. მშობელი ვალდებულია ყურადღებიანი და დაკვირვებული იყოს. გახსოვდეთ, არავინ იზრუნებს თქვენს შვილზე ისე, როგორ თქვენ! ამიტომ, მაქსიმალურად შეისწავლეთ ის, რას ასმევთ ბავშვებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მკურნალობა.

წამლებით მოწამვლა

ზოგიერთ წამალს ძალიან კარგი გემო აქვს, ბევრ ბავშვს აქვს ინტერესი ფერადი ტაბლეტების ან ტკბილი სიროფების მიმართ. რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვმა წამლები დალია?

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია