"აიფონ 6”-ს პირველ მყიდველს სმარტფონი მაღაზიიდან გამოსვლისას ძირს დაუვარდა (+ ვიდეო)

"აიფონ 6”-ს პირველ მყიდველს სმარტფონი მაღაზიიდან გამოსვლისას ძირს დაუვარდა (+ ვიდეო)

19 სექტემბერს "აიფონ 6"-ს პირველი მყიდველი, ავსტრალიელი ბიჭი სმარტფონის გახსნისას ისე ნერვიულობდა, რომ ყუთიდან ამოღებისთანავე ძირს დაუვარდა.

როგორც კი ჯეკი მაღაზიიდან გამოვიდა, მან ახალთახალი ყუთის გახსნა დაიწყო და ამის დემონსტრაცია პრესასთან მოახდინა, თუმცა ერთი წამის შემდეგ პირველი გაყიდული "აიფონ 6" ავსტრალიაში, გადაიქცა პირველ დაგდებულ "აიფონ 6"-დ.

ადგილობრივი ჟურნალისტის თქმით, რომელმაც გაჯეტის ასფალტზე ვარდნა კამერაზე დააფიქსირა, მყიდველს ნერვიულობისგან ხელები უკანკალებდა, ამიტომ სმარტფონი ყუთის გახსნისთანავე ძირს დაუვარდა.

ამერიკულმა კორპორაცია "ეფლმა" 9 სექტემბერს წარმოადგინა ორი ახალი მოდელი "აიფონ 6" და "აიფონ 6 პლუსი". წინასწარ შეკვეთებში ორივე მოდელზე რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)