ჯადოსნური ფრაზები, რომლებიც ბავშვს სწავლას მოანდომებს

ჯადოსნური ფრაზები, რომლებიც ბავშვს სწავლას მოანდომებს

ხშირად უთხარით შვილებს ეს სიტყვები და უფრო მეტი ხალისით და მონდომებით ისწავლიან, სასწავლო წლის დასაწყისში ხომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვს გავუმყაროთ სწავლის სურვილი.

ყოჩაღ, რამდენი წაიკითხე!

ეცადეთ, ხშირად შეაქოთ, უფრო მონდომებისთვის, ვიდრე შედეგისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ კითხულობს, მთავარია, რომ კითხულობს და ცდილობს. გინახავთ ვინმე, სკოლაში დადიოდეს და კითხვა არ იცოდეს? ზოგი მალე სწავლობს, ზოგი უფრო ნელა. თუ მხოლოდ წარმატებაზე "დაქოქავთ" და მხოლოდ ამის გამო შეაქებთ, ადრე თუ გვიან დაიღლება და დისტანციას ჩამოშორდება. თანაც, როცა ძალისხმევისთვის აქებთ, აგებინებთ, რომ იმდენად გარშემო მყოფთა რეაქცია არ არის ფასეული, რამდენადაც მისი საკუთარი სურვილი, რომ იშრომოს.

ხომ გახსოვს, წინა ტესტის დროსაც ღელავდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა!

შეახსენეთ ბავშვებს გასული წარმატებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავდაჯერების ნაკლებობას უჩივიან. როცა ბავშვს ეჩვენება, რომ არაფერი შეუძლია, რომ მიწა ეცლება ფეხქვეშ, ეცადეთ, შეახსენოთ წარსული მომენტები, რომლებიც შეახსენებენ, რომ აქვს ბევრი რამის უნარი. შეახსენეთ, რომ ხშირად მიუღია კარგი შეფასება, შექება. ამგვარი წარმატებების შეხსენება მას წაახალისებს და მოანდომებს, კვლავ განიცადოს გამარჯვების წუთები.

მოდი, დავყოთ რამდენიმე ნაწილად!

ხანდახან ბავშვები გრძნობენ, რომ სასწავლი მასალა ძნელია და ათვისება უჭირთ. დაეხმარეთ, ისე გაანაწილოს დავალებები, რომ სწავლის პროცესი გაუადვილდეს. ასწავლეთ წესრიგი, სწავლების უფრო ეფექტური მეთოდები – მაგალითად, უფრო მნიშვნელოვანი ადგილების ფანქრით მონიშვნა, ნასწავლის პატარა შინაარსის ამოწერა, რვეულში ჩანიშვნა მნიშვნელოვანი მომენტების. იქონიეთ პატარა დაფა და თუ დაწყებით კლასებშია და უჭირს რომელიმე ასოს, ციფრის წერა, ამოცანის გაგება, დაფაზე მარკერით დაუხაზეთ, დაუწერეთ, აუხსენით. თვალსაჩინოებას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გამოცდისთვის ემზადება და ბევრი მასალა აქვს ასათვისებელი, შესთავაზეთ მზადების პროცესი რამდენიმე დღედ დაყოს და ერთ დღეში არ მიაკლას თავი ყველაფერს.

რომ მორჩები მეცადინეობას, ცოტა ხნით ტელევიზორთან (კომპიუტერთან) დაგსვამ

ტელევიზორი თუ კომპიუტერი ისედაც არ არის სასურველი ხშირად, ამიტომ ის პრივილეგიის სახით გამოიყენეთ, ერთგვარ სტიმულად, და არა სასჯელად (თუ არ ისწავლი, არ დაგსვამ ტელევიზორთან).

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია