ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა

ბუქარესტში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა პირად შეჯიბრებაში გამოსვლა ჯამში ხუთი - ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ოქროს მედალი 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა, რომელსაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მეტოქედ აზერბაიჯანელი ფირუდინ დადაშოვი ჰყავდა. უშანგი მარგიანმა ვერცხლის მედალი აიღო, ლევან გუგავა კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

19 სექტემბერს დაწყებულ ტურნირში საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონები თორნიკე ნაგლიაშვილი (55) და ივანე ჯავახიშვილი (60) გახდნენ.

21 სექტემბერს ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატის გუნდური პირველობა გაიმართება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია