71 სახელმწიფო საწარმოდან მხოლოდ 15-ია მოქმედი

71 სახელმწიფო საწარმოდან მხოლოდ 15-ია მოქმედი

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) და "გადასახადების გადამხდელთა კავშირის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ასობით სახელმწიფო საწარმო არსებობს, რომელთა მუშაობაც ამ ეტაპზე არაეფექტიანია და საფრთხეს უქმნიან ქართული ეკონომიკის განვითარებას. კვლევის მიზანსა და კონკრეტულ შედეგებზე bpn.ge "გადასახადების გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელს, გიგლა მიქაუტაძეს ესაუბა.

"ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სახელმწიფო აპარატზე, მის ეფექტიანობაზე, პრემიებზე, და ა.შ. მაგრამ ჩრდილში რჩებიან კომპანიები, რომლებიც თავად სახელმწიფომ დააფუძნა და მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის. სამწუხაროდ, ამას ჩვენი კანონმდებლობაც უწყობს ხელს, იმიტომ რომ, ამ საწარმოების მუშაობა არის დახურული, რადგან ისინი წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ ერთგვარი "კომერციული საიდუმლოება" აქვთ, რომლის არგასაჯაროება, კანონიერია",-აღნიშნავს გიგლა მიქაუტაძე.

მისივე თქმით, კვლევის ფოკუსირება სოფლის მეურნეობის დარგზე მოხდა. კვლევის ორგანიზატორები დაინტერესდნენ, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი რა კომპანიები მუშაობენ სოფლის მეურნეობის დარგში და როგორ მუშაობენ ისინი.

კვლევის შედეგების მიხედვით, დღესდღეობით საქართველოში სოფლის მეურნეობის პროფილის 71 სახელმწიფო საწარმოა რეგისტრირებული. აღნიშნულ საწარმოებს ფლობს და ზედამხედველობას უწევს "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო", სოფლის მეურნეობის სამინისტრო, და "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო". აღნიშნული 71 საწარმოდან, კვლევის შედეგების მიხედვით, მოქმედია 15 საწარმო.

გიგლა მიქაუტაძის თქმით, მსგავსი საწარმოების არსებობა აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებს. "ამ საწარმოების უმრავლესობა წამგებიანია. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აგროვებენ ვალებს, რომლებიც საბოლოო ჯამში საზოგადოების გადასახდელი იქნება. ისინი არიან არაეფექტიანები - მათზე დაკისრებული ამოცანა არ სრულდება",-აღნიშნავს გიგლა მიქაუტაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაია სახელმწიფო სტრუქტურებს, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად რეკომენდაციებს სთავაზობს: "უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, შემდეგ ეს საწარმოები უნდა დაჯგუფდეს, პირველი უნდა იყოს ფორმალური საწარმოები. კვლევამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ზოგი ფორმალური საწარმოა და არ ფუნქციონირებს. აქ საჭიროა მსჯელობა ლიკვიდაციის იურიდიულ საკითხებზე. მეორე, უნდა იყოს გაჩერებული, მაგრამ პოტენციალის მქონე საწარმოების ჯგუფი, ეს ინვესტორებს დააინტერესებს. და მესამე, ის საწარმოები, რომლებიც ფუნქციონირებენ, მაგრამ ცუდად. შემდეგ უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საკითხებზე", - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია