გიგი უგულავა ისევ თბილისის მერის თანამდებობაზეა

გიგი უგულავა ისევ თბილისის მერის თანამდებობაზეა

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან წასვლამ ბევრს მოფხანა გული. ამ პოლიტიკურ ძალას ცოტა ხანში დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავაც "მიჰყვა", თუმცა გარკვეული წყაროების მიხედვით, ის კვლავ თბილისის მერია.

უფრო გარკვევით, რომ ვთქვათ, თუ დაინტერესედებით, ვინაა დღეს თბილის მერი და "გუგლის" საძიებო სისტემაში ამ თანამდებობის პირს მოიძიებთ, გადახვალთ ქართული ვიკიპედიის გვერდზე, რომელიც გამცნობთ, რომ ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავაა.

"ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსი, რომელიც სათავეში უდგას ქალაქ თბილისის მერიას. 2006 წლამდე თბილისის მერს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა. 2006 წელს მერი თბილისის საკრებულომ აირჩია. 2010 წელს საქართველო ისტორიაში მერის პირველი არჩევნები გაიმართა. პირველი არჩეული მერია გიგი უგულავა.

თბილისის მერი პასუხისმგებელია ქალაქის სტრატეგიული განვითარებაზე", - იუწყება ქართული ვიკიპედია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია