"კაზანტიპის" ორგანიზატორს ქართველების წყევლამ უწია - "მოულოდნელი კითხვები" გიორგი სიგუას

"კაზანტიპის" ორგანიზატორს ქართველების წყევლამ უწია - "მოულოდნელი კითხვები" გიორგი სიგუას

მას საქართველოში ყველაზე ხმაურიანი ფესტივალის, "კაზანტიპის" ჩატარება უკავშირდება, რასაც პრაქტიკულად, მისი თანამდებობა შეეწირა. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

გიორგი სიგუას "მოულოდნელი კითხვებით" დავუკავშირდით.

- როგორ ხართ?

- შესანიშნავად.

- რა ქმნის თქვენს ამ აღმაფრენას?

- სიცოცხლე...

- მას მერე, რაც თანამდებობიდან წახვედით, ფეხი მოგიტეხავთ.

- რაც მე მწყევლეს, კიდევ კარგად ვარ გადარჩენილი.

- როგორ და სად დაშავდით?

- საცურაო აუზზე ფეხი ამიცურდა და დავეცი. ეს ამბავი იბიცაზე მოხდა.

სამი დღეა, რაც თაბაშირი მოვიხსენი, ახლა ფეხი ფიქსატორში მაქვს ჩასმული და ყავარჯნებით დავდივარ.

- მიუხედავად იმისა, რომ ფეხი მოიტეხეთ, მაინც ამდენს დადიხართ?

- ასე ცალი ფეხით, უკვე შვიდ ქვეყანაში ვიყავი. თან, მარტო დავდივარ.

- მერე რატომ იკლავთ თავს. დაისვენეთ...

- არა კაცო, საქმეები მაქვს, რას ამბობთ?

- დამწყევლეს და ფეხი მოვიტეხეო. თავად თუ დაგიწყევლიათ ვინმე?

- არა, რა სისულელე?

- არც ბილწსიტყვაობა გახასიათებთ?

- ბილწსიტყვაობა, როგორ არა.

- თავიდან, როდესაც ნიკიტა მარშუნოკთან მოლაპარაკებას აწარმოებდით, არ იფიქრეთ, რომ კაზანტიპის ფესტივალის გამართვას საქართველოში ასეთი ამბავი მოჰყვებოდა?

- ისეთი, რა მოხდა, რო?.. თუმცა ვიცოდი, აგრესია რომ იქნებოდა სიახლეფობების მხრიდან.

- თქვენ რა ფობია გაქვთ?

- არ მიყვარს მოღუშული სახეები და აგრესიული ხალხი.

- კაზანტიპი გარდა იმისა, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალია და დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, რომელსაც თავისი ტერიტორია არ აქვს. რეალურად კიდევ რა არის?

- კაზანტიპი არ არის ის, რაც შენ გგონია, მაგრამ შეიძლება იყოს ის, რაზეც ოცნებობ...

- არაფერს ნანობთ?

- არა, რას ამბობთ, პირიქით. თან, აზრი არ აქვს, თორემ ვინანებდი.

- ოპტიმისტი ხართ?

- ულტრაოპტიმისტი.

- ისე, კაზანტიპმა ბევრი ვერაფერი მოიტანა საქართველოსთვის.

- 14.000 კაცი არაფერი იყო?

- მოლოდინი როგორც მახსოვს, მეტის იყო.

- კი, მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცალკე "წყევლებმა" და ცალკე ლარსის ჩაკეტვამ შეამცირა რაოდენობა. რაც ყველაზე მთავრია, მოიტანა და გამოაჩინა სინათლის შუქი სიბნელეში.

- და კიდევ ის, რომ თქვენ სამსახური დაკარგეთ...

- მერე, რა? გგონიათ, სამსახურის პოვნა გამიჭირდება?

- არ მგონია, მაგრამ თქვენს დანაკარგზე რას იტყვით?

- იმ სამსახურის დაკარგვა ჩემი არჩევანი იყო, ანუ მე უნდა ამერჩია ან სამსახური, ან კაზანტიპი ყოფილიყო თუ არა საქართველოში. მე ავირჩიე, რომ საქართველოში კაზანტიპი ჩატარებულიყო. ტურიზმის დეპარტამენტის უფროსები წავლენ და წამოვლენ, კაზანტიპი - დარჩება!

სიგუაც და სხვა თანამდებობის პირებიც დროებითია, მაგრამ ყოველთვის გაკეთებული საქმე რჩება. მით უეტეს, ჩემს საქმეს ცნობიერებაზე დადებითი შედეგი მოაქვს. მე ეს ფესტვალი მხოლოდ ეკონომიკური შედეგის გამო არ მინდოდა, მენტალური ამბავი იყო.

- რა არის თქვენთვის ელექტრონული მუსიკა?

- დასვენების საშუალება...

- ნიკიტას როგორ დაშორდით?

- არ დავშორებივარ, ჩვენ ახლაც ერთად ვართ...

- სამყაროს მბრძანელები რომ იყოთ, რას შეცვლიდით?

- იარაღს გავაქრობდი.

- თქვენ არ გაქვთ იარაღი?

- კი, როგორ არა.

- გაფორმებულია?

- დიახ, თან, სულ თან დამაქვს და თავში მიდევს, - მას ტვინი ჰქვია!

- ლექსებს ხშირად კითხულობთ?

- კი, რა თქმა უნდა.

- ახლა რას წაგვიკითხავთ?

- "კაცს უნდა ჰქონდეს კაცობა,/ კაცი ფასდება კაცობით,/ თუ კაცს კაცობა არა აქვს,/ ამ ტიპაჟს ჰქვია საცობი.

- ვისია ეს სტრიქონები?

- რა მნიშვნელობა აქვს?

- უნაკლო ხართ?

- არა, რასაკვირველია.

- რა არის თქვენი მთავარი ნაკლი?

- დაბადების წელი.

- რატომ?

- ადრე დავიბადე... მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, როდის უნდა დავბადებულიყავი.

- სამომავლოდ რას ფიქრობთ?

- ფეხი უნდა მოვირჩინო.

- მერე?

- მერე ვირბენ.

- პრინციპში, როგორც მითხარით, ფეხმოტეხილიც კარგად დარბიხართ.…

- ტროლეიბუსივით ვარ. დაბმული რომ მაინც დადის... 

- ნომერი ავტომანქანზე უკვე გამოცვალეთ?

- არც ვაპირებ.

- პრინციპში, 2020 წლამდე დრო გაქვთ.

- ისე, რატომ უნდა გამოვცვალო? ჩემს მანქანას დავაწერო, რომ გიორგი სიგუასია? პირიქით, სად დავიმალო, იმას ვცდილობ.

- საქმეში როდის უნდა ჩაერთოს მუშტი?

- არასოდეს!..

- სასიამოვნო გარეგნობის ქალს თავს როგორ აწონებთ?

- ერთხელ ერთს მოვაწონე და მეორედ ამას აღარ ვიზამ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ: ყველა ინტერვიუ რუბრიკა "მოულოდნელი კითხვების" სტუმრებთან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია