საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად, სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად, სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად, სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ პატარებს სასახლე დაათვალიერებინეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ქვეყნის პირველმა პირმა სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს საჩუქრებიც გადასცა. გიორგი მარგველაშვილი ფონდის მესვეურებსა და მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებს გაესაუბრა და ყურადღება მსგავსი აქციების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა. საჩუქარი სახელმწიფოს მეთაურმაც მიიღო - პატარებმა მას საკუთარი ნახატი უსახსოვრეს.

მოგვიანებით, პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გოგა პიპინაშვილის სპექტაკლს "ჰელადოსს" დაესწრო, რომელშიც რეჟისორმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები გააერთიანა. წარმოდგენის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა "არტ ჰოლის" პატარა მსახიობებს გაესაუბრნენ და მათ წარმატება უსურვეს. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა სტუდიის ხელმძღვანელს გოგა პიპინაშვილს მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის და თეატრის მესვეურებს, რომლებიც მხარში ამოუდგნენ მის წამოწყებას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მსგავსი პროექტები დიდ როლს ასრულებს ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და ჩამოყალიბების საქმეში.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია