გია მურღულიას 5 პროფესიული და ცხოვრებისეული რჩევა მშობლებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს

გია მურღულიას 5 პროფესიული და ცხოვრებისეული რჩევა მშობლებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს

ბატონ გია მურღულიას წარდგენა არ სჭირდება. ფილოლოგიის დოქტორი, დიდი პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილების მქონე, ავტორიტეტად მიიჩნევა განათლების სფეროში. სწორედ ამიტომ მივმართეთ მას.

5 რჩევა მშობლებს გია მურღულიასგან

1. ნუ იცხოვრებთ თქვენი შვილების ნაცვლად;

2. იყავით მათთვის არა მხოლოდ ადამიანური სიბრძნის მასწავლებლები, არამედ ამ სიბრძნის პრაქტიკულად განმასახიერებელნიც - ასწავლეთ პირადი მაგალითით;

3. ნუ დაუშლით თავისუფლებას, თუნდაც ეს გარკვეულ რისკთან იყოს დაკავშირებული - ადამიანი მარცხითაც სწავლობს;

4. ეცადეთ ყოველდღიურად ვითარდებოდეთ, რათა მოსაწყენ ერთფეროვნებად არ იქცეთ საკუთარი შვილებისათვის;

5. გააცნობიერეთ, რომ შვილების სიყვარული მხოლოდ მათი მფარველობით კი არა, განვითარებაში ხელშეწყობით გამოიხატება.

5 რჩევა მასწავლებლებს

1. გააცნობიერებინეთ უმთავრესი ღირებულებები და მათი ერთგულება;

2. ჯერ ყოველთვის აჩვენეთ პირადი მაგალითი;

3. სჯობს ასწავლოთ ერთი რამ ათი სხვადასხვა კუთხით, ვიდრე ათი რამ - ცალმხრივად;

4. გიყვარდეთ თქვენი მოსწავლე - მიუხედავად ყველაფრისა. გახსოვდეთ, რომ თქვენც იყავით ბავშვები;

5. ისწავლეთ, რათა ასწავლოთ.

5 რჩევა მოსწავლეებს

1. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არაფერს აკეთებთ ისეთს, რაც თქვენს ასაკში (ან თუნდაც მერე) არ გაუკეთებიათ თქვენს მასწავლებლებს;

2. იცოდეთ, რომ ვინც არ სწავლობს დღეს, გაცილებით რთულად მოუწევს ამის გაკეთება ხვალ;

3. მთავარი წიგნების კითხვა კი არ არის, არამედ მათი სრულფასოვანი გაგება;

4. სკოლა თქვენთვის არის, ხოლო თქვენ - კეთილი საქმეებისთვის;

5. ეცადეთ, ყოველდღე აჯობოთ არა სხვებს, არამედ საკუთარ თავს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია