''თურმე ცოლად საკუთარ ბიძაშვილს მივყვებოდი''...

''თურმე ცოლად საკუთარ ბიძაშვილს მივყვებოდი''...

''რატომღაც ჩემი ცხოვრება თავიდანვე არ აეწყო. ბედისგან პირველი დარტყმა მაშინ მივიღე, როცა ბიჭი, რომელიც მიყვარდა, ჩემი ნათესავი აღმოჩნდა''... - ამ საკმაოდ მძიმე ფაქტით დაიწყო საუბარი ნატალია ვ-მ, რომელიც ჯერ რედაქციაში დაგვიკავშირდა და შემდეგ კი გვესტუმრა...

- მე და ლევანიკო 14 წლის ასაკიდან ერთად ვიზრდებოდით. საერთო მეგობრები გვყავდა და სულ ერთად ვატარებდით დროს. ერთმანეთის მიმართ გამორჩეული გრძნობა 16 წლის ასაკში გაგვიჩნდა. საერთო მომავალს ვგეგმავდით და გადავწყვიტეთ, როგორც კი უმაღლესში ჩავაბარებდით, რამე სამუშაო გვეპოვა და დავქორწინებულიყავით, მაგრამ ის ბიძაჩემის უკანონო შვილი აღმოჩნდა და ეს ამბავი დაოჯახებმადე ორი კვირით ადრე გავიგეთ... ალბათ ღმერთმა გადმოგვხედა.

- და ეს ამბავი როგორ გაიგეთ?

- ბიძაჩემს წლების განმავლობაში ერთი საყვარელი ქალი ჰყოლია. ბიძას შინ ცოლი და სამი შვილი ელოდა, ხოლო თბილისის გარეუბანში ნაქირავებ ბინაში - ის ქალი. ყოველთვის ვიცოდით, რომ ბიძაჩემი კვირაში ერთი დღე ქალაქგარეთ გადიოდა, სინამდვილეში ღამეს იმ ქალთან ატარებდა. მოკლედ, შემდეგ შვილიც შეეძინათ. ბიჭს პატრონობდა, მატერიალურადაც ეხმარებოდა, მაგრამ როცა ლევანიკო 5 წლის გახდა, ბიძა გულის შეტევით გარდაიცვალა. მედეამ ბინა გაყიდა, შედარებით პატარაში გადაინაცვლა და დარჩენილი ფულით კორპუსის ქვევით მაღაზია გახსნა. ასე გაზარდა თავის ერთადერთი შვილი. ცხადია ლევანიკოს თავის და-ძმებთან კონტაქტი არ ჰქონია. ზუსტად არ ვიცი, მედეამ როგორ გაიგო ჩვენი ამბავი, მაგრამ ერთ დღეს, როცა მე და მისი შვილი დასაქირავებლად ბინას ვეძებდით, დარეკა, უნდა გნახოთ და გელაპარაკოთო. ძალიან განვიცადე. ორი კვირა მაღალ სიცხეს მაძლევდა. ლევანიკო საერთოდ გაგიჟდა, ამბობდა, მონასტერში უნდა წავიდეო, მაგრამ მერე ბაბუამისის ძმასთან სოფელში წავიდა, იქვე დარჩა და ბოლოს დაოჯახდა კიდეც. ახლა მშვენიერი ოჯახი აქვს, ორი გოგონას მამაა, არაჩვეულებრივი ცოლიც ჰყავს.

- თქვენ?!

- მე სამი წელი სერიოზული დეპრესია მქონდა. შემდეგ ნელ-ნელა გონს მოვეგე, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა, ჯგუფელმა მომიტაცა. ნათქვამი ჰქონდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. დამავლო ხელი და თავისი ძმაკაცების დახმარებით მანქანაში ჩამტენა. მერე სვანეთისკენ წამიყვანეს. იქ ოთხი დღე მმალავდნენ, ოთახში არავის ვუშვებდი. ჩემებმა ბიძაჩემის მეგობრების დახმარებით მიპოვეს და სახლში წამომიყვანეს. არც კი უკითხავთ, რამე მოხდა თუ არა ჩვენ შორის და საერთოდ, რას ვაპირებდი. ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ლევანიკო დავიწყებული არ მყავდა და ასეც რომ ყოფილიყო, ჩემი ჯგუფელი არ მიყვარდა და უსიყვარულოდ ვერავისთან ვიცხოვრებდი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია