ვინ გახდა წელს "საბას" მფლობელი - დაჯილდოების ცერემონიის დეტალები

ვინ გახდა წელს "საბას" მფლობელი - დაჯილდოების ცერემონიის დეტალები

რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში "საბას" ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ლია ლიქოკელი, დევის ცოლის სიცილი, პოეზია (გამომცემლობა "საუნჯე"); პროზაული ნაწილი - Toresa Mossy, "სიბრძნე სიცრუისა" ("პალიტრა L"); საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - თამაზ კვაჭანტირაძე, განსჯანი (ილიელი); საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - გოგი გვახარია, ცრემლიანი სათვალე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); საუკეთესო თარგმანი - გიორგი გოკიელი - ლუის კეროლის "ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); საუკეთესო პიესა - დავით გაბუნია, პიესები ("დიოგენე"); საუკეთესო პროზაული კრებული - არჩილ ქიქოძე, ჩიტის და კაცის ამბავი (სიესტა); საუკეთესო პოეტური კრებული - ეკა ქევანიშვილი, სახლის გაყიდვა ("საუნჯე"); საუკეთესო რომანი - ზვიად კვარაცხელია, ფორმა N100 ("ინტელექტი"); ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - დონალდ რეიფილდი, ოთარ ჭილაძის "აველუმი" (ინგლისური თარგმანი); პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა დავით წერედიანს.

საბას ჟიურის წევრების ვინაობა დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე გასაიდუმლოებული იყო. ჟიურიში შედიოდნენ მწერალი ანდრო ბუაჩიძე, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი, დრამატურგი მანანა დოიაშვილი, მწერალი ბასა ჯანიკაშვილი და პუბლიცისტი ბიძინა მაყაშვილი.

წელს საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენდა, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს "საბას" კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, "თიბისი" ბანკი გადასცემს.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი გასული ერთი წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენაა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია