აჭარაში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

აჭარაში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

ღამის 12 საათიდან აჭარაში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაობის თათბირის შემდეგ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

"ყველა უწყებამ წარმოადგინა თუ რა სიტუაციაა, რა მდგომარეობაა, გაიცა შესაბამისი დავალებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია სტაბილურია და სრულად ექვემდებარება კონტროლს. საღამოს 12 საათიდან ველოდებით ამინდის გაუარესებას, ყველა სტრუქტურა მობილიზებულია. გაიცა დავალებები თუ სად უნდა განთავსდეს სპეცტექნიკა უხვი ნალექისა და წყალმოვარდნების შემთხვევაში. გეოლოგების ჯგუფები მუშაობენ ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში. წინასწარი ინფორმაციით, 10 წერტილია, სადაც შედარებით მძიმე სიტუაციაა. დღის ბოლომდე სრულად იქნება შესწავლილი ყველა განაცხადი. მუნიციპალიტეტებს მიეცემათ რეკომენდაციები თუ რა მდგომარეობაა მათ ტერიტორებზე და საფრთხის შემთხვევაში უნდა მოხდეს მოსახლეობის გამოსახლება", - აღნიშნა ზურაბ კოპაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შექმნილია სპეციალური მობილური ჯგუფები, რომლებიც სტიქიის ზონებში ლოკალურად სწრაფ რეაგირებას შეძლებენ.

"სინოპტიკოსები გვაცნობებენ, რომ 23 სექტემბრის ღამეს და 24 სექტემბერს მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ველოდებით 5 ბალიან შტორმს და ნალექს. დაველებები მივეცით მუნიციპალიტეტებს და მერიას. მუშა ჯგუფები იქნება ყველა უბანში და გვექნება სრული მობილიზება. მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებს პრევენციის მიზნით დაევალათ, რომ იყვნენ ფრთხილად. გვექნება მუდმივი კომუნიკაცია. მობილური ჯგუფები შეძლებენ დაზიანების კერებში სწრაფ რეაგირებას", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. საგანგებო შტაბი პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია