"კლაბ შოუს" ბიჭებს ცოტა კაცობა რომ მისცა, მშვენიერი ბიჭები იქნებოდნენ" - ვინ შეადარა იუმორისტები სადისტ პერსონაჟს

"კლაბ შოუს" ბიჭებს ცოტა კაცობა რომ მისცა, მშვენიერი ბიჭები იქნებოდნენ" - ვინ შეადარა იუმორისტები სადისტ პერსონაჟს

ტელე/რადიო "პალიტრის" ახალი შემეცნებითი გადაცემა "არამექანიკური ფორთოხალი", რომლის ავტორი და წამყვანი თამარ ცაგარეიშვილია, ხუთშაბათს, 22:30 წუთზე უკვე გავიდა ეთერში. გადაცემა ენტონი ბერჯესის "მექანიკურ ფორთოხალს" დაეთმო. წამყვანი აუდიტორიასა და მოწვეულ სტუმართან, მთარგმნელ, ლიტერატორსა და კრიტიკოს გია ჭუმბურიძესთან ერთად განიხილავდა ბეჯენსის უკვდავ ნაწარმოებს.

ხმაურიანი აღმოჩნდა გადაცემის ის ეპიზოდი, რომელშიც სტუმარმა გია ჭუმბურიძემ, რომელსაც "მექანიკური ფორთოხლის" ქართული თარგმანი ეკუთვნის, წიგნის მთავარი პერსონაჟი, მელომანი სადისტი ალექსი "კომედი შოუს" იუმორისტებს შეადარა.

წიგნის მთავარი პერსონაჟის, ალექსის დახასიათებისას გია ჭუმურიძე ამბობს, რომ მისი სადისტური ქმედებები არანაკლებ დასაძრახია, ვიდრე "კომედი შოუს" ბიჭების საქციელი, როდესაც ისინი სხვადასხვა კომედიურ სკეჩებში ქალბატონებს დასცინიან.

"კლაბ შოუს" ბიჭებს რომ ცოტა კაცობა მისცა, მშვენიერი ბიჭები იქნებოდნენ... დაუსწრებლად ვიღაც ქალის დაცინვა ამაზრზენი საქციელია. ამასთან შედარებით ალექსის საქციელი დიდი არაფერი არ არის", - ამბობს ლიტერატორი (იხილეთ ვიდეო).

აღსანიშნავია, რომ სტუმარს არ დაეთანხმა აუდიტორიის უმრავლესობა, რომლებმაც მძაფრი დისკუსიისას აღნიშნეს, რომ მათთვის მიუღებელია იუმორისტების შედარება ადამიანთან, რომელიც ქალებს აუპატიურებს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ცაგარეიშვილის "არამექანიკური ფორთოხალი" ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი შემეცნებით გადაცემაა, რომელშიც საუბარია  საკულტო წიგნებსა თუ გმირებზე, რომლებსაც დრომ ვერაფერი დააკლო. პერსონაჟებზე, რომლებმაც შეცვალეს სამყარო, დაეხმარნენ ადამიანებს არ გადაქცეულიყვნენ "მექანიკურ ფორთოხლებად". გადაცემის ნახვა მაყურებელს ტელე/რადიო "პალიტრის" ეთერში ყოველ ხუთშაბათს, 22:30 საათზე შეუძლია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია