რა უნდა იცოდნენ მშობლებმა სკოლის, სწავლებისა და აღზრდის შესახებ

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა სკოლის, სწავლებისა და აღზრდის შესახებ

უკვე კვირაზე მეტია, რაც AMBEBI.GE-ს მკითხველი ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებულ სიახლეებს ჩვენს ახალ რუბრიკაში, "კვირის თემაში" რეგულარულად ეცნობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სასკოლო კვლევების ცენტრმა" მოგვაწოდა სტატია-კვლევა, რომელშიც მკითხველი იხილავს რეკომენდაციებს, თუ რა უნდა იცოდნენ მშობლებმა სკოლის, სწავლებისა და აღზრდის შესახებ.

სკოლის და პედაგოგის შერჩევა

პრობლემა, რასაც პირველ რიგში მოსწავლეთა მშობლები აწყდებიან, ეს არის სკოლისა და პედაგოგის სწორად შერჩევა, დღესდღეობით ჩვენთან გადაწყვეტილებების მიღება ძირითადად მეგობრის რჩევის ან გარკვეული პიროვნული კავშირების გამოყენებით ხდება, ან კიდევ სხვა დეკორატიული ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც არის "პრესტიჟული სკოლა", მაღალი სოციალური სტატუსის მქონე კლასელები და ასე შემდეგ. ჩიკაგოს უნივერსტეტის კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვის ბედნიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, თუ რამდენად "პრესტიჟულია" სკოლა, რამდენად ბევრს იხდით სწავლაში. მიზეზი, რის გამოც მშობლებლები უშვებენ შეცდომებს არის, რომ არ არიან გაცნობირებეულნი, რას ნიშნავს სწორი სწავლა და კარგი პედაგოგი. ბევრს მიაჩნია, რომ  კარგი სწავლება სიმკაცრე და ბევრი დავალების მიცემაა. როგორც ალფი კონი ამბობს, "თუ გინდათ მიიღოთ კარგი სკოლები, მაშინ უნდა დასვათ კითხვები საშინაო დავალებებზე, შეფასებაზე, ტესტირებებზე და ასე შემდეგ".

ცენტრი მოგცემთ მცირე რეკონედაციას, როგორ გავარჩიოთ კარგი სწავლება და როგორ შევარჩიოთ კარგი პედაგოგი. გახსოვდეთ, არასწორი სწავლებით თქვენი შვილი განათლებულის ნაცვლად შეიძლება გახდეს ინდოქტრინებული. იმისთვის, რომ გაარჩიოთ, რა განსხვავებაა განათლებასა და ინდოქტრინაციას შორის, ამისთვის გაგაცნობთ აღიარებული ინტელექტულის ნოამ ჩომისკის მოსაზრებას:

"პირველი კონცეფცია განათლების დანიშნულების შესახებ მოდის განმანათლებლობის ეპოქიდან, რომელიც ამბობს, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი წარსული მიღწევების კვლევა-ძიებაა; შეთვისება იმისა, რაც შენთვის ყველზე მნიშვნელოვანია, შემდეგ კითხვების დასმა და შემოქმედებითობა. ამ კონცეფციის მიხედვით, განათლების მიზანი არის, რომ დაეხმაროს მსწავლელს ისწავლონ, თუ როგორ ისწავლოს დამოუკიდებლად. ეს შენ, მსწავლელი წყვეტ როგორ, რა მეთოდებით ისწავლი, როგორ შექმნი რაიმე ახალს. მნიშვნელოვანი ასპექტები ამ სახის განათლების არის იმპულსების გაძლიერება, რომელიც ყველანაირ ავტორიტეტს, მოძღვარს, სისტემას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ფიქრობს კრიტიკულად და ქმნის კარგად ნაცადი მოდელების ალტერნატივებს.

რას ნიშნავს კარგი პედაგოგი

"კარგ პედაგოგს უნდა ჰქონდეს ორი მთავარი მახასიათებელი: იცოდეს, რას ნიშნავს კარგად სწავლვა  და ჰქონდეს უპირობო მზრუნველობა ბავშვების მიმართ", - ამბობს კანადელი წამყვანი განათლების მკვლევარი.

მიდით სკოლაში, რომლითაც დაინტერსებული ხართ და გაესაუბრეთ პედაგოგსა და სკოლის ხელმძღვანელს. გაიგეთ, რამდენად ემთხვევა მისი ხედვა სწორი სწავლების პრინციპებს, გამომდინარე იქიდან, რომ ხედვა დიდად განსაზღვრავს ქცევას.

წარმატების მიღწევის გზების არასწორი ხედვა

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი იყოს წარმატებული, ჰქონს კარგი სამსახური, ოჯახი და ასე შემდეგ. წარმატების მიღწევის ფორმულა უმრავლესობისთვის დაახლოებით ასე გამოიყურება: ისწავლოს კარგ სკოლაში, კარგ უმაღლესში და შემდეგ იშოვის კარგ სამსახურს. როგორც კვლევებით დასტურდება, მსგავსი სწორხაზოვანი მიდგომა ამართლებს ადამიანების მხოლოდ ერთ პროცენტში. ამ ფაქტის არცოდნა საფუძველს უდებს უამრავ შცედომას მშობლების მხრიდან აღზრდის პროცეში.

ჩარევა პროფესიის არჩევაში

შემდეგი რეკომანდაცია ეხება აღზრდას. შეცდომა, რასაც ხშირად მშობლები უშვებენ არის ის, რომ ისინი ცდილობენ შვილში განახორციელონ თავისი მიუღწეველი ოცნებები და აქციონ იმათ, რაც თვითონ სურდათ ყოფილიყვნენ. ამის მაგალითია იგივე პროფესიის არჩევა შვილისთვის, ან სპორტის იმ სახეობებზე ტარება, რაც თვითონ მოსწონთ. ფსიქოლოგის აზრით, ეს არის განუხორციელებელი იდეა და დიდი ზიანი ადგება ბავშვის ფსიქოლოგიას. ფსიქოლოგი მადელინ ლევინი ამბობს, რომ დიდი შეცდომაა, როცა მშობლები შვილებს სთხოვენ ავტომატურად მოსწონდეთ ის, რაც მათ მოსწონთ, ამის ნაცვალად უმჯობესია დააკვირდნენ და გაიგონ, თუ რა მოსწონთ შვილებს.

ცუდი საქციელის გამართლება

კიდევ ერთი შეცდომა, რაც შეიძლება მშობელმა დაუშვას არის ის, რომ ეცადოს გაამართლოს შვილის ცუდი საქციელი, დაიხსნას ის რთული სიტუაციდან, თუდაც ეჩხუბოს პედაგოგებს ნიშნებზე. ამით ბავშვი სწავლობს იმას, რომ პრობლემების მოგვარება შეიძლება ჩხუბით და მანიპულაციით, ვიდრე პასუხისმგებლობის აღებით.

გადატვირთვა

ბავშვებს აქვთ 12 წელი ბავშვობისთვის, მიეცით მათ საშუალება იყვნენ ბავშვები.

კიდევ ერთი შეცდომა, რაც სპეციალისტების აზრით, მშობლებს მოსდით, ეს არის ბავშვის გადატვირთვა. ატარებენ მათ სხვადასახვა წრეებზე, რეპეტოტორებთან და ასე შემდეგ. ამით მშობლები თავიანთ თავმოყვარეობას იკმაყოფილებენ და თითქოს სხვებს ეუბნებიან, ნახეთ რა გამორჩეული შვილი მყავს, ანუ მე ვარ კარგი მშობელი. უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვები ყველა აქტივობაში ეძებენ მხიარულებას, ხოლო მშობლებს კი ყველაფერი კონკრეტული მიზნების მიღწევისთვის სჭირდებათ, რაც არის შეცდომა. როცა თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერს კარგად აკეთებთ, ბავშვისთვის შეიძლება ეს ყველაფერი მოსაწყენი იყოს, რაც იწვევს სტრესს. ფსიქოლოგების მტკიცებით, მოსწავლეებისთვის არსებობს გარკვეული დროის ლიმიტი, რომლის შემდეგაც ისინი ვეღარ ახერხებენ ახლის შესწავლას. მაგალითად, იმისთვის, რომ ავიცილოთ ზედმეტი გადატვირთვა ამისთვის საჭიროა მშობელმა კარგად გაიცნოს თავისი შვილი, მოუსმინოს მას და თუ არ სურს რაიმე წრეზე სიარული, ნუ დააძალებს. იყავით მხარდამჭერები და არა დამძალებლები, ასევე უნდა იცოდეთ, რომ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი დრო.

ზედმეტი მზრუნველობა

როგორც ფსიქოლოგი მადელინ ლევინი ამბობს, "ხშირად მშობლები სიყვარულის სახელით ვშიგნავთ ჩვენს შვილებს", მშობლები ყოველთვის ბავშვების წინ მიდიან და ცდილობენ აარიდონ ყველანაირი პრობლემა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევში ბავშვები თავს გრძნობენ კომფორტულად, მაგრამ ვერ სწავლობენ, როგორ გაართვან თავი დამოუკიდებლად წინააღმდეგობას, ამიტომ როცა ზრდასრულები გახდებიან, პირველივე წინააღმდეგობაზე განიცდიან მარცხს.

ხშრად აქვთ მშობლებს კითხვა თუ რა შემთხევაში დაეხმარონ შვილებს

ამაზე მადელინ ლევინი ასე პასუხობს:

არ გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც ბავშვებს დამოუკიდებლად შეუძლით (ეს ეხება ასევე საშინაო დავალებას )

არ დაეხმარონ შვილებს ასევე იმაში, რისი გაკეთებაც თითქმის შეუძლიათ.

კიდევ ერთი საყურადღებო რჩევა, რასაც ფსიქოლოგი იძლევა ეხება უსამართლობას, რომელსაც შესაძლოა ბავშვი აწყდებოდეს სკოლაში – რჩევა ასეთია- მიუხედავად იმისა, რომ რთულია, დართეთ ნება განიცადოს საკუთარ თავზე უსამართლობა ( რა თქმა უნდა არ იგულისხმება ბულინგი)

ამ ყველაფრით ბავშვები სწავლობენ თავის გართმევას, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას. შეეგუეთ გრძნობას, რომ ნახოთ შვილი გაჭირვებაში, რადგან ეს ცხოვრების ნაწილია.

დასჯა და წახალისება

კიდევ ერთი სადისკუსიო საკითხი მშობლებისთვის არის დასჯა-წახალისების თემა. უმრავლესობის აზრით, დასჯით ასწავლიან ბავშვებს რა არის ცუდი, რა კარგი. სინამდვილეში ეს ორივე ქცევა, როგორც კიდევ ერთი მკვლევარი ალფი კონი ამბობს, მცდარი მიდგომაა, რადგან დასჯით ბავშვი სწავლობს, რა ქცევა არ მოსწონს მშობელს, არ იწყებს თავისი საქციელის ანალიზს, ასევე მცდარი მიდგომაა შექება, როცა რაიმე კარგს გააკეთებს. ბავშვებს რაც სჭირდებათ, ეს არის უპირობო სიყვარული და მიღება. როცა ბავშვი ხვდება რომ ის პირობით არის მიღებული ანუ მან უნდა გამოიმუშავოს თქვენი სიყვარული ან კარგი განწყობა, ამის მერე ის იწყებს საკუთარი თავის და სხვების იგივენაირად პირობით მიღებას. კვლევები აჩვენებს, რომ უპირობო სიყვარულით და მხარდაჭერით აღზრდილი ბავშვები ნაკლებად ეგოისტურები, მეტად მზრუნველები, მეტად რისკიანები, მგრძნობიარები და სოლიდარულები არიან.

ზედმეტი ყურადღება ნიშნებზე

კიდევ ერთი შეცდომა, რაცას მშობლები უშვებენ არის ის, რომ ბევრ დროს და ძალისხმევას ხარჯავენ ნიშნებზე. ეს წარმატების ვიწრო გაგების შედეგია, განსაკუთრებით ღელავენ იმ საგნებზე, რაშიც მათი შვილები ჩამორჩებიან და არ აქცევენ ყურადღებას იმას რაშიც ძლიერები არიან , ნაკლებად ხვდებიან პედაგოგს, სადაც კარგი ნიშნები ჰყავთ, მადელინ ლევინის თქმით, ეს არის დიდი შეცდომა. შეუძლებელია ადამიანი ყელაფერში თანაბრად ძლიერი იყოს, ამიტომ ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს მეტი ყურადღება დაუთმონ ძლიერ მხარეებს და დეხმარონ მათ იპოვნონ საკუთარი ნიჭი, ეს არის მშობლის უპიველესი მოვალეობა.

თანატოლებთან ურთიერთობა

გარდატეხის ასაკში ხშირად მოსწავლეები ემოციურად შორდებიან მშობლებს, უნდათ დამოუკიდებლობის მოპოვება, თუმცა, როცა თქვენაგან დამოუკიდებელნი ხდებიან, დამოკიდებულები ხდებიან თავიანთ თანატოლზე, რაც არ არის სწორი. ამ ასაკში ბავშვებს სჭირდებათ რომ დამოკიდებულნი იყვნენ ისეთ ადამიანზე, ვინც მასზე იზრუნებს . ამიტომ კანადელ ექსპერტ გორდონ ნიუფელდის რჩევა ასეთია: იმისთვის რომ დაიბრუნოთ შვილი, არ აჩვენოთ მას თქვენი უძლურება პირდაპირ რაიმეს აკრძალვებით, ან მოთხოვნით- ეს არ მუშაობს. ეცადეთ მოზარდს ესაუბროთ ნეიტრალულ თემებზე და დაიბრუნოთ მისი დამოკიდებულება, აჩვენეთ რომ ყველაფრის მიუხედავად თქვენი მისი მშობელი ხარ და გიყვართ.

სასკოლო კვლევების ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია