როგორ აღმოჩნდა ჩაკრულო კოსმოსში - დღემდე უცნობი საიდუმლო

როგორ აღმოჩნდა ჩაკრულო კოსმოსში - დღემდე უცნობი საიდუმლო

"საბჭოთა მაღალჩინოსნებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პროექტში მოხვედრილიყო პოპულარული რუსული სიმღერა, “მოსკოვის საღამოები” (პოდმოსკოვნიე ვეჩერა). მიუხედავად მათი მცდელობისა, ქალბატონმა ენმა და მისმა მეგობრებმა ეს სიმღერა არ მიიჩნიეს იმ დონის შედევრად, რომ ზემოთ აღნიშნულ პროექტში ჩაედოთ. მათ რჩევისთვის მიმართეს ლეგენდარულ ამერიკელ ფოლკლორისტს ბატონ ალან ლომაქსს, რომელმაც მაშინვე გადადო სიმღერა გვერდით და მათ მოასმენინა ქართული "ჩაკრულო..." - რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი დღემდე უცნობ მოვლენაზე საუბრობს...

- არამგონია იყოს საქართველოში ქართველი, რომელმაც “ჩაკრულოს” და კოსმოსის ისტორია არ იცოდეს. ხშირად მოხვდებით სუფრასთან, სადაც “ჩაკრულოს” სადღეგრძელოს მოისმენთ, რომელმაც გალაქტიკა გაარღვია. ყველა ქართველი ძალიან ამაყია ამ ფაქტით, სამწუხაროდ, იმის შესახებ თუ რეალურად როგორ მოხვდა ”ჩაკრულო” კოსმოსში, ძალიან ცოტამ თუ იცის.. მამა ანსამბლ ერისიონის დირექტორია, უკვე 38 წელია ამ ანსამბლში მოღვაწეობს და შესაბამისად, მთელი ცხოვრება გამუდმებით მესმოდა "ჩაკრულოს” ეს საოცარი ამბავი. ყველამ იცოდა, რომ კოსმოსში გაიგზავნა ეს გენიალური სიმღერა. ამასთან ერთად რამოდენიმე ვერსია არსებობდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რომელი ანსამბლი ასრულებდა სიმღერას. იყო სხვადასხვა ვერსიები, ზოგი ამბობდა ანსამბლი “რუსთავიო”, ლეგენდარული ჰამლეტ გონაშვილიო და კიდევ სხვა. მაგრამ არ მახსოვს ოდესმე გამეგოს კითხვა, თუ როგორ მოხვდა 1977 წლის 20 აგვისტოს, კოსმოსურ ხომალდ Voyager 2 - ზე ქართული “ჩაკრულო”.

- როგორ მოხვდა?

- მოკლედ გეტყვით იმ ისტორიული პროექტის შესახებ, რომლის ნაწილიც გახდა ჩვენი ეს უნიკალური სიმღერა. 70 - იანი წლების მიწურულს, ლეგენდარულ ამერიკელ მეცნიერს და ტელეწამყვანს კარლ საგანს გაუჩნდა იდეა, NASA- თან ერთად განეხორციელებინა პროექტი. დედამიწიდან უნდა გაეშვათ რაკეტა, რომელზეც დატანილი იქნებოდა ძალიან დიდი ინფორმაცია დედამიწის და მისი მობინადრეების შესახებ. შეიქმნა ეგრეთწოდებული "ოქროს დისკი" და ამ დისკზე დატანილ იქნა დიდძალი ინფორმაცია. მათემატიკური ფორმულების, ადამიანების და ცხოველების ფოტოების, ბუნების სხვადასხვა მოვლენების, მაგალითად ჭექა-ქუხილის ხმებთან ერთად, ოქროს დისკზე დაიტანეს 27 მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც ძალიან დიდი რუდუნებით შეირჩა. დღეს უკვე Voyager 2 დედამიწას თითქმის 16 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული და აგრძელებს გზას უსასრულობისაკენ.

ჩემმა კვლევამ, გამოჩენილი ქართველ-ამერიკელი ავია კონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, არა ერთხელ მიმიყვანა NASA-ში. ერთ ერთი ასეთი ვიზიტის დროს ვიკითხე Voyager 2 -ის შესახებ. ძალიან მაინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა საბჭოთა კავშირის დროს ქართული “ჩაკრულო” ამ ისტორიულ პროექტში. NASA-ში მომცეს ქალბატონ ენნ დრუიენის ელექტრონული ფოსტის მისამართ და მითხრეს, რომ ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც კომპეტენტური პასუხის გაცემა შეეძლო ჩემს კითხვაზე.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია