ვინ არის ქართველი შამანი - პირველი ღამის უფლებით

ვინ არის ქართველი შამანი - პირველი ღამის უფლებით

ყველაზე რთულად დასაძლევი ადამიანისთვის დანაშაულის გრძნობაა, მით უფრო იმ შემთხვევაში როცა სიტუაციის გამოსწორება აღარ შეგიძლია. საკუთარ დანაშაულზე სასაუბროდ ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, თემური გვესტუმრა. ის თავს გადახდენილ, ერთი ღამის კოშმარზე გვიამბობს, რომელიც ზოგისთვის ალბათ მელოდრამა იქნება, სხვისთვის კი ამოუცნობი ამბავი.

- მე და თამუნა თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს. მას მამა არ ჰყავდა. ოჯახში მხოლოდ ორი წევრი იყო, თამუნა და მისი დედა. სასიდედრო ერთხელ მყავდა ნანახი, სასიამოვნო გარეგნობის ქალი იყო. ისე საუბრობდა როგორც პედაგოგი და ისე ეცვა როგორც აღმსარებელს. თამუნა ალბათ მამას გავდა, განწყობა ყოველ წუთს ეცვლებოდა, თამამი იყო, საინტერესო და გამომწვევი. ხშირად ისე იქცეოდა, მის გვედრით ყოფნა მრცხვენოდა, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარდა. ერთ დღესაც თამუნამ დამირეკა და მითხრა, რომ მისი მეგობრის დაბადების დღე იყო და უნდოდა წვეულებაზე ერთად წავსულიყავით. საგანგებოდ გამოვეწყე, ვიფიქრე მისი მეგობრები მუშტრის თვალით დამიწყებდნენ ყურებას და მინდოდა თამუნას ჩემით ეამაყა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ჩემი განცდები ბანალური და ძველმოდური იყო. ჩვენს შეშლილ ქალაქში კარგი მანერები ვის აინტერესებს.

- ტრადიციული მენტალიტეტის ადამიანისთვის უფრო ''საინტერესო'' საზოგადოებაც არსებობს?

- ვინც ამ წვეულებაზე არ ყოფილა მსგავს სიტუაციას ძნელად წარმოიდგენს. მე და თამუნა საბურთალოზე, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში შევედით და ჩემმა მეწყვილემ, ზარი დარეკა. კარი 30-32 წლის მამაკაცმა გაგვიღო. ვერ ვიტყვი, რომ უსიმპატიო იყო, მაგრამ უცნაურად ეცვა. გაგვიღიმა, ხელი ჩამომართვა და შეგვიპატიჟა ოთახში ფეხი შევდგი თუ არა ვიგრძენი, რომ თამბაქოს ბოლით გაჯერებულ ჰაერს, რაღაც მცენარეების ნახარშის სუნიც ერეოდა. შუაში მაგიდა იდგა, სკამების გარეშე. კუთხეში ორი შუახნის ქალი მიმჯდარიყო, თვალები ჩაწითლებული ჰქონდათ, თმები, გაშლილს ვერ ვიტყვი, უფრო გაწეწილი და გულის წასვლამდე იცინოდნენ. მეორე მხარეს გოგონა შევნიშნე დაახლოებით 16-17 წლის. ისე ხალვათად ეცვა, შემრცხვა და თვალი ავარიდე. ჩვენი მასპინძელი, ოთო, მისკენ გაემართა, წელზე ხელი მოხვია და ცოტა არ იყოს შემკრთალ გოგონას შუბლზე აკოცა. შემდეგ ჩვენთან მოიყვანა და გაგვაცნო. ეს ცირაა, დღეს მისი დაბადების დღეა. ცირა ამ ღამით ეზიარება დიდ საიდუმლო, ეს იქნება მისთვის ხელახალი შობა. ცირა ცოტა დაბნეული ჩანდა, მაგრამ მაინც იღიმებოდა. კუთხეში მიმჯდარმა ქალბატონებმა სიცილი შეწყვიტეს და ჩვენსკენ გამოემართნენ. არ ვიცი, რატომ, პირველად სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ გარშემო ათობით პარაფინის სანთელი ენთო და ნათურები გამორთული იყო. - თამუნა აქ რა ხდება, - ვიკითხრე რამდენადაც შეიძლებოდა ჩუმად და ოთახი მოვათვალიერე. გარშემო ისეთი ნივთები ეწყო, რომლებიც მანამდე არასოდეს მენახა. თამუნამ ამაყად გადმომხედა: - დღეს აქ განსაკუთრებული ნიჭისა და უნარის ადამიანები შეიკრიბებიან, თუ დაიმსახურებ, შენც დიდ სიამოვნებას მიიღებ - მითხრა და ისევ ოთოს მიაჩერდა. მართლაც ნახევარი საათის განმავლობაში ათამდე ''განსაკუთრებული ნიჭის'' ადამიანი მოვიდა. ჩანდა ოთო მეტს აღარავის ელოდებოდა და საღამოს გახსნითი ნაწილიც დაიწყო. ყველა მაგიდის გარშემო შეიკრიბა, ფეხზე იდგნენ და თითქო ქართულად მეტყველებდნენ, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე. ნაცნობი სიტყვები კი გავიგე, ვთქვათ ისეთი როგორიც იყო: - ასტრალი, ნირვანა, ზიარება, ტკბობა, თრობა, სიამოვნება, სამსხვერპლო, ბოლოს რამდენიმე პლანეტის სახელიც ახსენეს და მაგიდის გარშემო თხებივით ააბაკუნეს ფეხები, თან უცნაურ ბგერებს გამოსცემდნენ და მუშტები ტუჩებზე ჰქონდათ მიბჯენილი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია