"ტოიოტა კავკასიამ" ანანურის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო აქცია გამართა

"ტოიოტა კავკასიამ" ანანურის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო აქცია გამართა

დუშეთის რაიონში, მდინარე არაგვის ხეობაში, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირას მდებარე ანანურის კომპლექსი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ძეგლებიდან ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. ხელსაყრელი ადგილმდებარეობიდან, თვალშესაქცევი ბუნებიდან და კულტურულ-ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე, ანანური ხშირად იქცევა ხოლმე პიკნიკებისა და მეგობრული თავშეყრის ადგილად. სამწუხაროდ, ვიზიტორების ნაწილი საკვებს, ბოთლებს, პოლიეთილენის პარკებსა და სხვა ნარჩენებს ადგილზე ტოვებს. დაბინძურებული გარემო განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება ზაფხულის შემდეგ, როცა დასვენების სეზონი სრულდება და ანანურის მნახველთა რაოდენობაც მცირდება.

ვინაიდან კომპანია "ტოიოტა" გარემოს დაცვის პრობლემების მიმართ დამოკიდებულებით ყოველთვის გამოირჩევა, "ტოიოტა კავკასიას" გუნდმა ოჯახის წევრებთან ერთად გადაწყვიტა ეკოლოგიური აქციის ფარგლებში ანანურის მიმდებარე ტეროტირიაზე ეკო აქცია გაემართა.

დასუფთავების აქციაში აქტიურად იყო ჩართული "ტოიოტა კავკასიას" პრეზიდენტი, იუჯი ვაგატა:

"უკვე მრავალი წელია "ტოიოტას" წარმომადგენლები ყველა ქვეყანაში მართავენ ე.წ. "მწვანე აქციებს" და მაქსიმალურად ცდილობენ მსგავს ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობის ამაღლებას. ჩვენი დღევანდელი აქცია მიზნად ისახავს არამარტო კონკრეტულად ანანურის დასუფთავებას, არამედ საზოგადოების ყურადღების კიდევ ერთხელ გამახვილებას იმაზე, რომ გარემოს დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა და ხშირ შემთხვევაში ამისთვის ინდივიდუალური ძალისხმევაა საჭირო. ბუნებაში გასვლის დროს ელემენტარული სისუფთავის დაცვა ხომ ჯანმრთელი და სუფთა გარემოს შექმნისა და შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია", - განუცხადა იუჯი ვაგატამ ambebi.ge-ს.

კომპანიის ასამდე თანამშრომელმა ანანურის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ტრაფარეტები განათავსა გარემოს დაცვის მოწოდებებით: "დაიცავი სისუფთავე", "გაუფრთხილდი ბუნებას", "გააჯანსაღე ხვალინდელი დღე".

სალომე შიხაშვილი

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია