როგორ სჯიან შვილებს ცნობილი ქართველი დედები - "მე ჩემი დასჯის მეთოდი მაქვს"

როგორ სჯიან შვილებს ცნობილი ქართველი დედები - "მე ჩემი დასჯის მეთოდი მაქვს"

ბავშვებზე ძალადობა ყველა დროში იყო და ალბათ იქნება კიდეც. ზოგიერთი ამას ყოველდღიურად სჩადის, ისე, რომ ვერც აცნობიერებს, ზოგს ჩვევაში აქვს ბავშვის "წამორტყმა", ფიზიკური დასჯა, ფსიქოლოგიური ძალადობა, რათა ბავშვი დაიმორჩილოს, "მოარჯულოს" და ა.შ. საუბარია ძალადობაზე, რომელსაც მშობლები მიმართავენ და ხშირად ამართლებენ კიდეც. ხშირად ქუჩაშიც გვინახავს, საკმაოდ უხეში ურთიერთობები შვილთან, ცემის ფაქტებიც კი. ხანდახან ბავშვი არც არის დამნაშავე, მშობელი უბრალოდ "განერვიულებულია", "ცუდ ხასიათზეა" და ბავშვზე, სუსტსა და უსუსურ არსებაზე იყრის ჯავრს...

არადა, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ყველაზე ურჩ და "თავხედ" ბავშვებსაც კი აქვთ გასაღები და მშვიდი საუბრით, სწორი ქცევით, სითბოთი და ყურადღებით სავსებიტ შესაძლებელია ბავშვთან ურთიერთობა.

ამ თემაზე ცნობილ დედებს – ნანიკო ხაზარაძესა და თათია სულუაშვილს ვესაუბრეთ. ვკითხეთ, რა მოთხოვნები აქვთ შვილებთან მიმართებაში და როგორ უმკლავდებიან მათ ამოჩემებას თუ ურჩობებს...

თათია სულუაშვილი: "არ მომწონს, როცა ბავშვს თავისუფლება უზრდელობაში გადასდის"

- ჩემი და ჩემი შვილი კონფლიქტის თემა, ძირითადად მისი სიჯიუტეა, მაგრამ ჩემი დასჯის მეთოდი მაქვს. ზოგ დედას ახასიათებს კუთხეში დაყენება, დაყვირება, ცემა... ჩემ შემთხვევაში ხელით შეხება გამორიცხულია, ყვირილიც არ შემიძლია, უბრალოდ არ ვუსრულებ იმ სურვილებს, რაც უნდა, თან ვეუბნები, რადგან შენ გული მატკინე, მე ამ სურვილს არ შეგისრულებ-მეთქი. ამას წინათ საღებავები მთხოვა და ვუყიდე, ოღონდ მანამდე გავაფრთხილე, გიყიდი იმ შემთხვევაში, თუUსახლში კარგად მოიქცევი და დამიჯერებ-მეთქი, ორივემ შევასრულეთ დადებული პირობა.

- ანუ წახალისების მეთოდი გაქვს შემუშავებული...

- კი. ზოგი დედა მდგომარეობიდან გამოდის და ხელებში ურტყამს ბავშვს, რაც ჩემთვის მიუღებელია. თუ ვერ იგებს, ვუხსნი, ვესაუბრები და იგებს ნალაპარაკევს. საკმაოდ პატარაა, ჯერ ბაღში დადის, მაგრამ საუბარი ესმის.

- შენი აზრით, ფიზიკურად რატომ ძალადობენ შვილზე?

- თუ დედა სულიერად ჯანმრთელია, შვილს არ უნდა დაარტყას და ამაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს საჭირო, მაგრამ ქალთა უმრავლესობა საქართველოში დანევროზებულია, პრობლმები აქვთ, ქმრები უშლიან ნერვებს და ბავშვზე გადააქვთ უარყოფითი ემოციები. ბევრისგან გამიგია, რომ ნევრებმოშლილები ბავშვებს ერჩიან. როგორ შეიძლება, 4 წლის ბავშვზე იძალადო, როგორი პრობლემაც არ უნდა გქონდეს, მაშინ როცა, რაც უფრო მშვიდად ესაუბრები და უხსნი ბავშვს, მით უფრო დამყოლი ხდება. თუ ბავშვს ნერვული პრობლემები აქვს და ძნელად დასამორჩილებელია, მასზე ძალადობა ხომ უარესი შედეგის მომტანია?!

- თათია, შენი გმირი, "ჭამე, ნოდარის" დედა რა მოვლენაა? ნევროზიანი ქალია და ამიტომ ურტყამს შვილს?

- "ჭამე, ნოდარის" დედა ცოტა სხვა თემაა, ქმარი გაშორდა, მარტო დარჩა ბავშვთან ერთად, მიიღო სტრესი და ამის გამოა ასეთ დღეში, დაბრიყვებული ჰყავს შვილი. მაგრამ ბიჭი უგებს, ალბათ იმტომ, რომ დიდია უკვე, მაგრამ სადამდე მოუთმენს, არ ვიცი.

- რეალურად რამდენად მკაცრი ხარ შვილთან მიმართებაში?

- მკაცრი ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრ სურვილსაც ვუსრულებ, რასაც მთხოვს, ვყიდულობ. მაგრამ არ მიყვარს თავხედი, უზრდელი, ზედმეტად ტლიკინა ბავშვები.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია