საშინელება, რომელიც თბილისმა 90-იან წლებში დატოვა (+10 ფოტო)

საშინელება, რომელიც თბილისმა 90-იან წლებში დატოვა (+10 ფოტო)

უშუქობა, სიცივე, საპროტესტო გამოსვლები და... ომი. ეს ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის ისტორიაა. სულ ახლახანს ქართულ ფორუმებზე კიდევ ერთხელ გავრცელდა ფოტოები, რომელიც იმ მძიმე პერიოდის საშინელ ყოფას ასახავდა. "საშინელება, რომელიც თბილისმა 90-იანებში დატოვა", - ასეთი სახელწოდების თემაში ინტერნეტმომხმარებლები იმ წლების რთულ მოგონებებს უზიარებენ.

აღნიშნული ინტერნეტდისკუსიის ინსპირაციით, Adami.ge-მ გადაწყვიტა ჩაეწერა რესპდენტები, რომლებიც მაშინდელ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ გვიამბობენ და რომლებიც ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს ფირზე აღბეჭდავდნენ.

თამაზ დარსაველიძე (მუსიკოსი, ჯაზმენი): პირველ რიგში იყო სიცივე, რუსებმა გაგვითიშეს გაზი, იყო უშუქობა. მაგრამ იყო თბილი ურთიერთობები. მეზობლები ერთად ვიკრიბებოდით, ვიღაცას საიდანღაც ჰქონდა გადმოყვანილი ხაზი, ვრთავდით ტელევიზორს და სიცილ-კისკისში ვატარებდით შავ-ბნელ პერიოდს. კერძო ტელევზიაში ვმუშაობდი მაშინ, პირველივე დღიდან ვიღებდით მასალებს, მაგრამ შემდეგ დავწვი ეს კადრები.

- ქუჩაში რა ხდებოდა ამ დროს?

- ქუჩებში სიცარიელე იყო. პურის გაუთავებელი რიგები იყო. 4-5 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა შეუძლებელი იყო. იპარავდნენ მანქანებს და ბენზინს, ან სად მიჰქონდათ ამდენი ბენზინი? თბილისიდან რომ გახვიდოდი, დაშლილ მერსედესებს ვპოულობდით. მაშინ მანქანის ყიდვის საშუალება ბევრს არ ჰქონდა, ამიტომ ნაწილებად ყიდდნენ. რუსები ყიდდნენ იარაღს, 50-100 დოლარი ღირდა მაკაროვის პისტოლეტი. პრაქტიკულად, ყველას ჰქონდა იარაღი, მაგრამ მერე ჩააბარეს. ბევრმა ცუდად დაამთავრა ცხოვრება, უმრავლესობა საზღვარგარეთ წავიდა, ზოგიერთი მათგანი დღეს გერმანიის, კანადის მოქალაქეა.  სხვათაშორის, ზოგი ოპერის, ზოგი ჯაზური მუსიკის ვარსკვლავი გახდა. ვისაც წასვლის საშუალება ჰქონდა, ყველა წავიდა. მე კარგი სამეზობლო მქონდა და დავრჩი.

დავით კვიჟინაძე (ისტორიკოსი, ჟურნალისტი): გაჭირვებული ფონი იყო, საყოველთაო უშუქობა. ეკონომიკა აღარ მუშაობდა, შუქი სანატრელი იყო, ხალხი ქუჩაში თბებოდა. ბევრი ადამიანი გაუბედურდა. სოციალურმა და ფსიქოლოგიურმა გაჭირვებამ თავისი კვალი დატოვა, წლების მანძილზე მოაქვს ამას შედეგი. სახელმწიფო არ იყო მაშინ ჩამოყალიბებული და დღემდე არ არის. 18 თვე ვეომეთ არა აფხაზებს, არამედ რუსებს. უკრაინაში რასაც აკეთებენ, იმას აკეთებდნენ ჩვენთანაც, უბრალოდ, დიდი მასშტაბებით.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია