სიკვდილის გზა პანკისიდან სირიამდე - "ავტობუსი დახოცილი და დასახიჩრებული ადამიანებით იყო სავსე"

სიკვდილის გზა პანკისიდან სირიამდე - "ავტობუსი დახოცილი და დასახიჩრებული ადამიანებით იყო სავსე"

2003 წლის 5 ივნისს, დილით, დაახლოებით 08 საათზე, სამხედრო მოსამსახურეებით და სამოქალაქო პირებით სავსე ავტობუსი მოზდოკიდან (ჩრდ. ოსეთი) სამხედრო აეროდრომზე მიდიოდა. მძღოლმა გზაზე ქალბატონი შეამჩნია და სვლა შეანელა... ქალი ავტობუსის წინა კარს მიუახლოვდა. მოულოდნელად იქაურობა ძლიერმა აფეთქებამ გააყრუა...

ორიოდ წამში ავტობუსი დახოცილი (ადგილზე 16 კაცი დაიღუპა) და დასახიჩრებული ადამიანებით იყო სავსე.

ორი თვის შემდეგ, 1-ელ აგვისტოს, მოზდოკი კიდევ ერთმა ტერაქტმა შეძრა - ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული კამაზი"სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში შეიჭრა და კედელს დაეჯახა. დაიღუპა 50 კაცი, დასახიჩრდა 82...

მოზდოკის ტერაქტების შემდეგ სამართალდამცავებმა ფართომასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყეს. დაღესტანში ამოღებული იარაღის რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ის რამდენიმე დღე გაჰქონდათ სატვირთო მანქანებით. როგორც გაირკვა, იარაღი 31 წლის საველე მეთაურს, ქალაქ ვედენოს ემირ მურად მარგოშვილს ეკუთვნოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მარგოშვილის ანგარიშზე არა მარტო მოზდოკის ტერაქტები, არამედ ინგუშეთში სამხედრო კოლონაზე თავდასხმაც იყო - დაიღუპა 6 რუსი ჯარისკაცი.

რუსეთის პროკურატურამ ის ტერორისტად ცნო და მისი ციხეში გამოკეტვაც მოახერხა. ზუსტად 11 წლის შემდეგ უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლეგენდარული ხატაბის (შავი არაბის) მოწაფე, მუსლიმ ალ შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი, 11-კაციან შავ სიაში შეიყვანა და მისი ძებნა გამოაცხადა. მოზდოკის ტერაქტების "გმირი" ახლა სირიელ მოჯაჰედთა ერთ-ერთი გავლენიანი მეთაურია. რამდენიმე ხნით ადრე ტერორისტთა "შავ სიაში" "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. თავდაცვის მინისტრი (სირიაში) აბუ ომარ ალ შიშანი - ყოფილი ქართველი ოფიცერი თარხან ბათირაშვილიც მოხვდა.

"ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო ბაზებზე აშშ-ის ავიაიერიშებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გაახსენა პანკისის ხეობა, ხოლო პანკისელ დედებს - ომის საშინელება, დღეს პანკისის ხეობაში სირიაში დაღუპულ რამდენიმე ახალგაზრდას გლოვობენ, ყველაზე უმცროსი - 18 წლის ბესო კუშატანაშვილია... ოჯახის ერთადერთი ვაჟი გაჭირვების გამო ერთხანს თურქეთში ფარდების საქსოვ ფაბრიკაში მუშაობდა. როგორ მოხვდა სირიაში, ოჯახის წევრებმა არ იციან. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თურქეთში სამუშაოდ დაგულებულ შვილებს მშობლები უკვე სირიაში პოულობენ მოკლულებს...

ის, რომ სირიაში მოჯაჰედთა რიგებში საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან, არახალია."სახელიანი პანკისელი მეთაურების - თარხან ბათირაშვილის, მურად მარგოშვილის, რუსლან მაჩალიკაშვილის კვალდაკვალ სირიაში ასობით პანკისელი ახალგაზრდაც იბრძვის, თუმცა ამ "დიდი სამეულისგან" განსხვავებით, მათი გვარ-სახელები არავინ იცის და ხშირად - არც საფლავები. თუ რატომ მიდიან საქართველოს მოქალაქეები უცხო მიწაზე საომრად, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არავინ ჩქარობს, არც პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო და არც ხელისუფლება, რომელიც აგერ უკვე ორი წელია, უყურადღებოდ ტოვებს პანკისის ხეობის ახალ დილემას.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია