როგორი ამინდი იქნება ოქტომბრის დასაწყისში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება ოქტომბრის დასაწყისში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

კვირის ბოლომდე საქართველოში შედარებით დათბება და ჰაერის საშუალო ტემპერატურა 22 გრადუსი იქნება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა, დასავლეთ საქართველოში ნალექი უკვე შემცირდა, დღეს დილით მხოლოდ ფოთსა და ქობულეთში წვიმდა.

ოქტომბრის თვის პირველ რიცხვებიდან კი მთელს საქართველოში შედარებით დათბება და ნალექი შემცირდება, თუმცა ზოგიერთ რაიონებში სინოპტიკოსები პერიოდულად წვიმას პროგნოზირებენ. 1 -5 ოქტომბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 22 გრადუსი იქნება. 3 ოქტომბერს კი, აღმოსავლეთ საქართველოში აგრილდება და ჰაერის საშუალო ტემპერატურა 18-19 გრადუსი, ხოლო თბილისში 16 გრადუსი იქნება.

5 ოქტომბრის შემდეგ კი შესაძლოა, ამინდი კვლავ გაუმჯობესდეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია