ქართველი კაცები ცოლის ცემაზე, როცა ის საჭმელს წვავს ან უარს ამბობს სექსზე (+ვიდეო)

ქართველი კაცები ცოლის ცემაზე, როცა ის საჭმელს წვავს ან უარს ამბობს სექსზე (+ვიდეო)

ბევრს მიაჩნია, რომ საქართველოში პატრიარქატია, და რომ მამაკაცები, ხშირ შემთხვევაში, ქალების დისკრიმინაციას ახდენენ. სინამდვილეში, ყველა კაცი ერთნაირი არ არის და ცხადია, არც ყველა ქართველი კაცის ქალის მიმართ დამოკიდებულებაა ერთგვაროვანი, მაგრამ ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ბევრი მამაკაცი ჯერ კიდევ ძალადობს ქალზე, ფაქტია.

ბოლო კვლელვების მიხედვით, რომელიც საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ წარმოადგინა, საქართველოში რესპონდენტთა 34,6% მიიჩნევს, რომ ცოლის ცემა გამართლებულია, თუკი ის შვილებს ყურადღებას არ აქცევს, ქმარს ეჩხუბება, საჭმელს წვავს, უარს ამბობს ინტიმურ კავშირზე ან ნებართვის გარეშე გადის სახლიდან.

ამავე კვლევის მიხედვით, ქმრის მიერ ცოლის ცემა დანაშაულად რესპონდენტთა 69%-ს მიაჩნია, 25% კი თვლის, რომ ის მხოლოდ ოჯახის საქმეა.

რაც შეეხება ქალის რეაქციას ძალადობაზე, გამოკითხულთა ასევე 69% მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ის ქმარს უნდა დასცილდეს, 17% კი თვლის, რომ ცოლმა ძალადობა უნდა მოითმინოს.

Adami.ge-მ გადაწყვიტა 15 წუთის განმავლობაში, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაში შემთხვევითი პრინციპით შერჩეული მამაკაცები გამოეკითხა და მიეღო მათგან პასუხი კითხვაზე, - გამართლებულია თუ არა ცოლზე ძალოდობა, თუ ის საჭმელს წვავს, ან უარს ამბობს ინტიმურ კავშირზე.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია