პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) გარდაიცვალა

პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) გარდაიცვალა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) გარდაიცვალა.

ბერი გიორგი 1929 წლის 11 დეკემბერს, ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. იგი გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის მრავალშვილიანი ოჯახში მეექვსე შვილი იყო.

1970 წლიდან ვიქტორ შიოლაშვილი კათოლიკოს-პატრიარქთან მსახურებდა. მისი მეუღლე მარიამ ჩოჩოშვილი იყო. ბერ გიორგის ჰყავს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი.

სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი მან მცხეთაში გაატარა.

ვიქტორ შიოლაშვილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს 4 სექტემბერს, ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა გიორგი, იგი მცხეთის წმ.გიორგის სახელობის მონასტერში მსახურობდა.

ბერი გიორგი 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სამთავროს მონასტრის ეზოში დაიკრძალება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია