რა უნდა იცოდეს მშობელმა ჰიპერაქტიური ბავშვების შესახებ

რა უნდა იცოდეს მშობელმა ჰიპერაქტიური ბავშვების შესახებ

დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ ამ თაობის პატარები ჰიპერაქტიურები არიან. თუმცა სინამდვილეში რა არის ჰიპერაქტიურობა და მართლაც ასეთია თუ არა ბავშვების დიდი ნაწილი, ეს სხვა საკითხია. სინამდვილეში, ჰიპერაქტიურ ბავშვებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ, ფსიქოლოგისა და ნევროპათოლოგის ჩარევაც კი. და ის, რომ ბავშვი უბრალოდ ცელქი და აქტიურია, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ჰიპერაქტიურია.

ჰიპერ - ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს ნორმის გადამეტებას. ჰიპერაქტიური ბავშვების ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემაა გაძლიერებული. თემის შესახებ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ფსიქოლოგს, ქალბატონ ელისო კერესელიძეს ვესაუბრეთ.

- რა ნიშნები უნდა ახასაითებდეს ბავშვს, რომ მას ჰიპერაქტიური ვუწოდოთ?

- ჰიპერაქტიურ ბავშვებს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები აქვთ. თუმცა თვით ჰიპერაქტიურ ბავშვებშიც არის ორი სხვადასხვა ჯგუფი. გამოიყოფა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიური სინდრომის მქონე ბავშვების ჯგუფები:

1. ყურადღების დეფიციტით, ჰიპერაქტივობის გარეშე;

2. ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით.

პირველ ჯგუფში შემავალ ბავშვებს ახასიათებთ აპათია, ინერტულობა, მოდუნებულობა, სიზანტე, სიმორცხვე. მათ აქვთ სწავლის პრობლემები ან ემოციური აშლილობა.

მეორე ჯგუფის ბავშვებს ახასიათებთ: იმპულსურობა, ძლიერი აქტიურობა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, ქცევის პრობლემები, ანტისოციალური პრობლემები.

- არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ჯანმრთელობის პრობლემა?

- ეს არის ფსიქიკური განვითარების დარღვევა.

- უნდა ეცადოს მშობელი ბავშვში ჰიპერაქტიურობის დათრგუნვას?

- არანაირი პრობლემის შემთხვევაში არ უნდა დაითრგუნოს ბავშვი, პირიქით, გამოვლენილი უნდა იქნას ნებისმიერი პრობლემა და გამოსავალი მოიძებნოს პრობლემისადმი შემოქმედებითი და გააზრებული მიდგომით.

- რა ხერხებით უნდა სცადოს მშობელმა ბავშვის "მოთოკვა"?

- "მოთოკვა" არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით აღზრდის საუკეთესო მეთოდი არ არის. პირველ რიგში მნიშვნელოვანია პრობლემის დიაგნოსტირება.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია